გოგლა ჟვანიას პირველი კომენტარი კობა ხარშილაძის სკანდალურ ჩვენებაზე

გოგლა ჟვანიას პირველი კომენტარი კობა ხარშილაძის სკანდალურ ჩვენებაზე

დეპუტატი გოგლა ჟვანია კობა ხარშილაძის განცხადებას ეხმიანება, რომელიც მან ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომაზე გააკეთა.

როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მას საცოდავი ადმიანების გამონათქვამებზე განცხადების გაკეთება არ სურს.

"ყოფილი პრეზიდენტების განცხადებები გაიხსენეთ და მიხვდებით, ის ვისი ენით საუბრობს. ამა თუ იმ ადამიანებმა რაც არ უნდა ილაპარაკონ, სიმართლე დადგინდება. როდესაც საქმე დასრულდება, ყველაფერი ყველასთვის ნათელი გახდება", - აღნიშნა გოგლა ჟვანიამ.

ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსის, კობა ხარშილაძის თქმით, ჟვანიას რომ 5 წუთი მაინც ჰქონოდა შესაძლებლობა, მსგავს სიკვდილს არ ისურვებდა. ამის შესახებ მან გუშინ სასამართლო სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, იმ ბინაში, სადაც ჟვანია გარდაცვლილი აღმოაჩინეს, იგი რაულ უსუპოვთან ერთად შიშველი იმყოფებოდა.

მეტი ინფორმაციისთვის| "ჩემი მიზანი არ იყო საჯაროდ მეთქვა ეს ყველაფერი, მაპატიოს ზურას სულმა" - რა დეტალებს იხსენებს ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ