რა ხდება ვაკის პარკთან, სადაც ბილეთების შეძენის მსურველთა რიცხვი ყოველ წუთს იზრდება

რა ხდება ვაკის პარკთან, სადაც ბილეთების შეძენის მსურველთა რიცხვი ყოველ წუთს იზრდება

ბარსელონა-სევილიას მატჩზე დასწრების მსურველთა რიცხვი ვაკის პარკში ყოველ წუთს იზრდება. სპეციალურად შედგენილ სიაში უკვე 1500-ზე მეტი ფეხბურთის გულშემატკივარია ჩაწერილი. მათ იმედი აქვთ, რომ ამგვარად ისინი ხვალ ბილეთების შეძენას შეძლებენ.

შექმნილია ჯგუფები და თითოეული ასეთი ჯგუფი 50 პირს აერთიანებს. ჯგუფებს ჰყავს თავიანთი ხელმძღვანელი.

როგორც ვაკის პარკში მყოფი პირები აცხადებენ, ბილეთების გაყიდვის დროს ჯგუფის ხელმძღვანელი გაუწევს კონტროლს, რომ ჯგუფის ყველა წევრმა შეძლოს ბილეთის ყიდვა და არ დაირღვეს რიგითობა.

შეკრებილები აცხადებენ, რომ ამ დონის მატჩს ქართველი გულშემატკივრები მოკლებული არიან და მატჩზე დასასწრებად ინტერესი ძალიან დიდია. ფეხბურთის გულშემატკივართა თქმით, უეფამ უპრეცედენტო შესაძლებლობა დაუშვა, როდესაც ბილეთების ინტერნეტგაყიდვაზე უარი თქვა. ისინი აცხადებენ, რომ ბილეთების შეძენის სხვა ალტერნატივა მათ ვერ მოიფიქრეს.

ცოცხალ რიგებში ჩაწერა ჯერ კიდევ გუშინ საღამოს დაიწყო.

რედაქცია: გამოიყენეთ თეგი #სუპერთასი

იხილეთ ვიდეო: "ხვალ ლამაზად მივალთ და ავიღებთ ბილეთებს"...

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია