სიტყვიერი დაპირისპირება ვაკის პარკში: ბილეთების გაყიდვისას ფანები ცოცხალ რიგს ვერ იყოფენ

სიტყვიერი დაპირისპირება ვაკის პარკში:  ბილეთების გაყიდვისას ფანები ცოცხალ რიგს ვერ იყოფენ

ვაკის პარკში უეფას სუპერთასის მატჩის ბილეთების რიგში ასობით გულშემატკივარი იმყოფება. ვაკის პარკში შექმნილია ჯგუფები და ბილეთების რიგებთან დაკავშირებით თვითორგანიზება ხდება.

ერთ ადგილზე ცოცხალი რიგში ბილეთის ყიდვის მსურველები ეწერებიან. ჟურნალში უკვე 1400-ზე მეტი პირია ჩაწერილი. როგორც ირკვევა, ისინი დაყოფილი არიან ჯგუფებად, ვაკის პარკის სხვადასხვა ტერიტორიაზე მიკრულია ფურცლები, სადაც აწერია ჯგუფების რაოდენობა და ჯგუფის ნომრის გარშემო შეკრებილი არიან გულშემატკივრები, რომლებსაც ბილეთების აღება სურთ. ცოცხალ რიგში ჩაწერა ამ წუთებშიც გრძელდება.

რედაქცია: გამოიყენეთ თეგი #სუპერთასი

ვაკის პარკში იმყოფებიან ბილეთების შესაძენად რაიონებიდან ჩამოსული ფეხბურთის გულშემატკივრებიც. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ცოცხალ რიგში ჩაწერის დროს კამათიც მოხდა. ახალმოსული ამტკიცებდა, რომ იგი დიდი ხანია უკვე იქ იმყოფება. მისი თქმით, იგი ამ სიის გარეშეც მოიპოვებს ბილეთს და შევა სტადიონზე, რამაც გარშემომყოფების უკმაყოფილება გამოიწვია.

იხილეთ ვიდეო: "ხვალ ლამაზად მივალთ და ავიღებთ ბილეთებს"...

ასევე იხილეთ| რა ხდება ვაკის პარკთან, სადაც ბილეთების შეძენის მსურველთა რიცხვი ყოველ წუთს იზრდება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია