"გამოფხიზლდი, გამოტელევიზორებულო!" - უხეში, მაგრამ კრეატიული ქართული ვიდეოარტი ტელემაყურებლის წინააღმდეგ

"გამოფხიზლდი, გამოტელევიზორებულო!" - უხეში, მაგრამ კრეატიული ქართული ვიდეოარტი ტელემაყურებლის წინააღმდეგ

"შენ ხარ გამოტელევიზორებული!" - ამ შინაარსის პლაკატებს თბილისის ქუჩებში ნახავთ, რაც იმ ინტერნეტპროექტის საინფორმაციო კამპანიის ნაწილია, რომელიც "გამოტელევიზორებულობასთან" ბრძოლას ისახავს მიზნად.

Youtube-ზე განთავსებული სამწუთიანი ვიდეოარტის ავტორი მომხმარებელი, სახელად Antitv-ა. აღნიშნულ ვიდეოარტს Youtube-ზე განთავსების დღიდან (2015 წლის 8 ივლისი), მხოლოდ რამდენიმე ათეული ნახვა აქვს, მაგრამ ტექსტმა და ვიდეომ, ინტერნეტმომხმარებლებისგან განსხვავებით, კრეატიულობის გამო, Ambebi.ge-ს რედაქციის ყურადღება მიიპყრო.

წყარო: Youtube/Antitv

"შენ ხარ გამოტელევიზორებული!

მიცანი? მე ვარ შენ, ან შენი რომელიმე გამოტელევიზორებული, ტვინგამორეცხილი მეგობარი. შენსავით თურქული საპნის სუნით ვყარვარ; საპნის, რომელიც გაბინძურებს. შენსავით მოსაწყენი, უინტერესო და ერთფეროვანი ვარ. მიხვდი ახალა? - შენ ხარ მე, და მე მთელი ქვეყანა ვარ!

შენი ტვინიც, დიდი ხანია, ამ ეკრანივით გაბრტყელდა და გლუვი გახდა. იმასაც ვერ ხვდები, რომ რაც უფრო ფართოეკრანიან ტელევიზორში იხდი მძღ*ვით ფულს, მით უფრო ვიწროვდება შენი თვალსაწიერი. შენც ძველი ტელევიზორივით თავში წამორტყმა გჭირდება...

გამოფხიზლდი, გამოტელევიზორებულო!

მთელ შენს ცხოვრებას ისეთივე ყუთში ატარებ, რომელშიც ადრე თუ გვიან შენს გამოპრანჭულ გვამს ჩააწვენენ. და ერთ-ორ მუჭა ცრემლნარევ მიწას მიაყრიან, ან უცრემლოს... ვინ იცის...

ტელევიზორი პანდორას ყუთია. პანდორას ყუთი, რომელშიც იმედი არ დევს. უფრო სწორად, "იმედი" დევს, მაგრამ ოროსანი ტიპებითაა სავსე.

მასმედიანობაა ჩვენი ახალი მრწამსი?! მაშინ დროა, მოსე კიდევ ერთხელ ჩამოვიდეს სინას მთიდან და თიხის ფირფიტაზე ამოტვიფრული ათივე მცნება კიდევ ერთხელ გადაგვალეწოს თავზე. მეთერთმეტეც უნდა დაუმატოს, - "არ ჭამო თურქული საპონი".

პოზა პირველი, პოზა მეორე, პოზა მესამე... გგონია, ისვენებ. რთავ ტელევიზორს. პირველი სახეში გხვდება აუტანელი სიფათი ვიღაც ქართველი ვარსკვლავის. ის ისევ ვიღაცის შოუში, ისევ როლშია ვიღაცის საცოლის. კითხვა გიჩნდება, - გამოცვლა მოუწევს კიდევ რამდენი საწოლის...

გგონია, შენ მართავ პულტს? თვითონ გმართავს პულტი! კუზანოვთან აწყობილი ვარსკვლავების კულტი.

"ეთამაშე ვარსკვლავს", "ეცეკვე ვარსკვლავს", "გააცინე და მოუგე ვარსკვლავს"... ნებისმიერი ზმნა აიღე და უბრალოდ, მოურგე "ვარსკვლავს".

ეს მარგინალები  და მაქციები ვარსკვლავებად ჩვენ თვითონ ვაქციეთ. მაღლა ავიყვანეთ და ცაზე მიმოვაბნიეთ...

ვუყურებთ პროფილში და ანფასში. ყოველ ზედმეტ კილოგრამს ვამჩნევთ ღიპზე, ტრა*ზე და ფეხებზე; ფეხებზე, რომელზეც მათ კიდიხარ შენ, ვკიდივარ მე, ყველანი ვკიდივართ!

ჩვენი საუკუნის რობოტებიც კი ადამიანის სახეს იძენენ. ჩვენ კი საკუთარი სახე დავკარგეთ და შეხედე, როგორ გამოვიყურებით: ჩვენ გამოტელევიზორებულები ვართ.

მე მოსვენებას არ მოგცემ;

მოკალი შენში ტელევიზორი!"

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია