რიგის მოსაწესრიგებლად ვაკის პარკში რკინის ჯებირებს ამონტაჟებენ

რიგის მოსაწესრიგებლად ვაკის პარკში რკინის ჯებირებს ამონტაჟებენ

ვაკის პარკში რკინის ჯებირების მონტაჟი დაიწყეს, რათა უეფა-ს სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენის მსურველთა რიგი მოწესრიგდეს და უსაფრთხოების ნორმები დაცული იყოს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ადგილზე მომუშავე პირებმა განუცხადეს, დავალების შესაბამისად ისინი რიკინის ჯებირებით გადაკეტავენ ვაკის პარკის ცენტრალურ შესასვლელს, ბილეთების შეძენის მსურველებს კი ვაკის პარკში შესვლა ე.წ. გვერდითა შესასვლელიდან შეეძლებათ. ისინი სწორედ აღნიშნულის შემდეგ შეძლებენ ბილეთების შეძენის მსურველთა რიგში ჩადგომას.

რკინის კონსტრუქციების ადგილზე მიტანა შსს-ს გადაწყვეტილებით მოხდა.

რედაქცია: ყველა ინფორმაციის მისაღებად გამოიყენეთ თეგი #სუპერთასი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია