ლიკა კიკიანის სხეულზე არსებული დაზიანებების დამოუკიდებელი ექსპერტიზის პასუხი ცნობილია

ლიკა კიკიანის სხეულზე არსებული დაზიანებების დამოუკიდებელი ექსპერტიზის პასუხი ცნობილია

ლიკა კიკიანის სხეულზე არსებული დაზიანებები მაია ნიკოლეიშვილმა შეისწავლა, დასკვნა კი კიკიანმა დღეს მიიღო.

როგორც კიკიანი ამბობს, დადასტურდა, რომ მის სხეულში ალკოჰოლის ძალიან მცირე რაოდენობა იყო, ასევე მისივე თქმით, დადასტურებულია ისიც, რომ მას სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული.

კიკიანი უახლოეს პერიოდში გეგმავს, რომ ფსიქიატრსაც მიმართოს და მისი დასკვნაც მოიპოვოს. როგორც კიკიანი აცხადებს, მან მომხდარის გამო სტრესი მიიღო.

"აქ წერია, რომ მაქვს მრავლობითი დაზიანება. წერია რომ, ჩემი თრობა იყო ძალიან დაბალი, რომ ეს თრობას არ შეესაბამება. რაც მე მაქვს აღწერილი, ეს არის დაფიქსირებული. ამას დაემატება სახელმწიფო ექსპერტის დასკვნა. ამ ყველაფერს შევიტან პროკურატურაში. შეიძლება ეს ცოტა ადრე შევიტანო, რომ ეს იქ იდოს საქმეში. ამას დაემატება ექიმის დასკვნა. ასევე ფსიქიატრის დასკვნასაც შევიტან. ქალბატონმა მაიამ მირჩია ფსიქიატრთან გავიარო კონსულტაცია. ამ ამბების შემდეგ მიღებული მაქვს ძალიან დიდი სტრესი", - ამბობს "რუსთავის 2"-თან საუბარში ლიკა კიკიანი.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ