"რესპუბლიკელებს აქვთ განცდა, ტორტის მორიგი ნაჭერი მიიღონ... ყელზე დაადგებათ" - გია ხუხაშვილი

"რესპუბლიკელებს აქვთ განცდა, ტორტის მორიგი ნაჭერი მიიღონ... ყელზე დაადგებათ" - გია ხუხაშვილი

"რესპუბლიკელებს აქვთ განცდა, ტორტის მირიგი ნაჭერი მიიღონ... ყელზე დაადგებათ", - ამ განცახდებას "რუსთავი 2"-თან საუბრის დროს პრემიერ-მინისტრის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი აკეთებს.

ხუხაშვილი ამბობს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტისთვის ბრძოლაში რესპუბლიკელები დამარცხებისათვის განწირულები არიან და თუ მაინც ბრძოლას გააგრძელებენ მაშინ "კოალიციაში საბედისწერო პრობლემები შეექმნებათ".

"ჩვენ ჯერჯერობით ვცხოვრობთ იმ ქვეყანაში, სადაც მენტალურად ჩაბეტონებულია განცდა, რომ ვინც აკონტროლებს ძალოვან სტრუქტურებს, ის აკონტროლებს ძალაუფლებას. მესმის, რომ რესპუბლიკელებს აქვთ განცდა, რომ ტორტის მორიგი ნაჭერი მიიღონ, მაგრამ ყელზე დაადგება ნებისმიერ პარტიას. იმიტომ, რომ ეს მათ მისცემთ ძალაუფლებას, რომელსაც ვერ შეძლებენ და ცუდად დაუმთავრდებათ. ვინც ივაჭრებს ამ კუთხით ის წააგებს. კოალიციაში შემავალ არცერთ პარტიას არ აქვს იმის ლეგიტიმაცია რომ ძალოვან სტრუქტურებზე ხელი მიუწვდებოდეთ. მათ იმაზე მეტი ძალაუფლება აქვთ, ვიდრე საზოგადოების მხარდაჭერის კუთხით გააჩნიათ", - აცხადებს გია ხუხაშვილი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."