"ჟვანია ხარშილაძემ 8 მილიონად გაყიდა"

"ჟვანია ხარშილაძემ 8 მილიონად გაყიდა"

საზოგადოებაში აჟიოტაჟი გამოიწვია ყოფილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრის კობა ხარშილაძის მიერ სასამართლოზე გაკეთებულმა განცხადებამ, რასაც ზურაბ ჟვანიას­ ოჯახის წევრები და მეგობრებიც გამოეხმაურნენ.

ხათუნა ხოფერია, ზურაბ ჟვანიას ყოფილი გუნდის წევრი:

- თუ ეს ნაბოდვარი ნაფიცმა მსაჯულებმა დაიჯერეს, ეს ამ ინსტიტუტისთვის ძირის გამოთხრა იქნება!

ეჭვი არ მეპარება, ზურა მოკლულია. ტუჩთან ჰქონდა ნაჭდევი, რომელიც არ შეიძლება, სიკვდილის შემდეგ იყოს მიღებული, თავის ქალაზე აღენიშნებოდა ჰემატომა... ხარშილაძეს კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 მილიონი აქვს შეჭმული, რაც წინა ხელისუფლებამ აპატია იმისთვის, რომ ახლა ეს სიბ­ინძურე ეთქვა. დიახ, ხარშილაძემ ჟვანია 8 მილიონად გაყიდა. ეს საქმე სააკაშვილის თავზე დამოკლეს მახვილივით კიდია და მას წერტილს დაუსვამს.

ზურაბ ჟვანიას საქმის პროკურორი რევაზ ნადოი მიიჩნევს, რომ გარდაცვლილი პრემიერის დაცვის წევრების ბოლო ჩვენებებს ღირებულება არა აქვს.

ასევე დაგაინტერესებთ| "ხარშილაძე თავად ეჭვობდა, რომ ზურა ჟვანია მოკლული იყო" - ვის აწუხებდა ქვეყნის პრემიერის მზარდი რეიტინგი

მამუკა არეშიძე, ექსპერტი: "ხარშილა­ძის­­ მონათხრობში მთავარი ის არის, რომ მან აღიარა პრემიერ-მინისტრის საქმის­ მასალების გაყალბება. თუმცა, ჯერ არ უთქვამს, ვინ დაავალა. ამ აღიარებას კი ვერავითარი სხვა "უხერხული თუ დელიკატური" თემა ვერ გადაფარავს. აღარა­ვის აინტერ­ესებს, რა ვითარებაში ნახა მან პრემიერის ცხედარი. მთავარია, გავიგოთ, როგორ ან რით გარდაიცვალა ჟვანია. ამ ჩვენებით ხარშილაძემ აღიარა, რომ წინა ჩვენებებში იტყუებოდა. თუმცა ვერც ამ ბოლო ჩვენებით გაეცა ბევრ კითხვას პასუხი, პირიქით, პრემიერის სიკვდილის გარ­ემოებანი კიდევ უფრო ბურუსით მოცული გახდა. მართალია, მან ამჯერად იუსუპო­ვის გვამის ბინიდან გატანა აღიარა და ამით თითქოს მისი ბინაში შემოტანის ამბავი "გაამა­რთლა", რასაც თვითმხილველი ჰყავს,­ მაგრამ ეს სულაც არ ადასტურებს იმას, რომ ჟვანია და იუსუპოვი მოკლულები არ არიან. სხვათა შორის,

ერთ-ერთმა თვითმხილველმა მომითხრო, რომ ღამით­ მკვლელობის სცენა თავად ნახა.

მისი თქმით, წყნეთის გზაზე მოდიოდა ესკორტი, გაჩერდა ერთ მოსახვევში, უკანა მანქანიდან, სავარა­უდოდ, ზურაბ ჟვანიას მანქანაში (როგორც ის ამბობს) ვიღაც გადავიდა, რასაც გასროლის ხმა მოჰყვა. ეს თვითმხილველი პროკურატურას დავაკავშირე და მან ჩვენება მისცა. ის, რომ დაცვის წევრებმა­ იუსუპოვის ცხედარი პირადი მოსაზრებით გაიტანეს, მერე მიხვდნენ, რომ სისულელე ჩაიდინეს და უკან შემოიტანეს, არასერიოზულია. მინიმუმ,­ მათ ის მაინც უნდა თქვან, თუ ვისი დავალებით ჩაიდინეს ეს დანაშაული.

განაგრძეთ კითხვა