"მაწუხებს, რომ ჩემს სიმართლეს ვერ ვამტკიცებ"

"მაწუხებს, რომ ჩემს სიმართლეს ვერ ვამტკიცებ"

გასულ კვირას სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოფირი, რომელშიც ერთ-ერთი კლუბის თანამშრომელი ლიკა კიკიანი პოლიციას ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. მისი თქმით, სამართალდამცველებმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ სცემეს, მანქანაში ძალით ჩასვეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ამასთან, კიკიანის თქმით,­ იპჰონე 5 დაუმტვრიეს. კიკიანის მტკიცებით, პოლიციელებმა სცემეს ისინიც, ვინც მას გამოექომაგნენ. გოგონას თქმით, პოლიციელები ვაკის განყოფილებაში მუშაობენ.

ლიკა კიკიანი: - კლუბ "ვიტამინში" მენეჯერად ვმუშაობ. კლუბში ჩემი ნათესავი ბიჭებიც იყვნენ, რომლებსაც ერთმანეთში კამათი მოუვიდათ. ფასიანი ავტოსადგომისკენ წავიდნენ და მეც გავყევი. მათკენ მიმავალმა ათზე მეტი მამაკაცი დავინახე. ზოგს შავი მაისური ეცვა, რომელზეც პოლიცია ეწერა, ზოგი სამოქალაქო ტანსაცმელში იყო. როცა მათ გავუსწორდი, ვუთხარი, ბიჭებო, ჩემი მეგობრები არიან და მე მივხედავ-მეთქი. ბიჭებს რომ მივუახლოვდი, პოლიციელებიც მოვიდნენ და თავხედური ტონით ტერიტორიის დატოვება მოგვთხოვეს. ბიჭებსა და პოლიციელებს­ შორის შელაპარაკება მოხდა, მე ერთ-ერთ მათგანსა და პოლიციელს შორის ჩავდექი, რადგან შევატყვე, რომ პოლიციელი მის წაყვანას ცდილობდა.

ამასობაში, ჩემი მეგობრები მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ, მე კი სამსახურისკენ წავედი. ერთმა პოლიციელმა "ფასიანი" გოგო მიწოდა. მაშინ მეც ვუთხარი, ამ ცინიკური სახეებისთვის ღამეში 20 ლარს გიხდიან-მეთქი? ამის თქმა იყო და, ყელში მწვდა. ორი პოლიციელი ჩვენ შორის ჩადგა. მათ რამდენჯერმე ფეხი მივარტყი. დაწყნარდიო, მეუბნებოდნენ. როგორ დავწყნარდე, როცა მცემთ-მეთქი. ტელეფონი ამოვიღე, მინდოდა, დამერეკა, ალბათ, იფიქრეს, ვიდეოს გადაღება უნდაო და სულმთლად გადაირივნენ. ერთ მომენტში ვიგრძენი, რომ სანახევროდ მაისური არ მაცვია, თურმე ჩხუბის დროს ცალი სახელო გამძვრა.

- ვიდეოში ამბობ, რომ შემოგახიეს, რომ ოცმა პოლიციელმა გცემა...

- არ შემოუხევიათ, ჩხუბის დროს გამძვრა. შემდეგ ვიფიქრე, ვიტყვი, ორსულად ვარ და არ მცემენ-მეთქი, მაგრამ ამ სიტყვებზე უარესი დაემართათ. პოლიციელმა წამაქცია. მარჯვენა მხრით დავეცი, ორსულად არა, შენი დედაო...

ამის მერე ხელში ამიყვანეს და მანქანისკენ წამიყვანეს. როცა გავიაზრე, რომ დამიჭირეს, დავმშვიდდი. ვიდეოშიც ჩანს, რომ მშვიდად მივყვები. ორი ნაბიჯის გადადგმის მერე, რაც ვიდეოში არ ჩანს, ისევ პანიკა ავტეხე. მანქანაში არ ვჯდებოდი. პოლიციის შენობაში კი მშვიდად შევედი და გამოვედი. არ მეგულება ადამიანი, ვინც პოლიციაში ბუნტით შევა და გამოვა.

იხილეთ გაგრძელება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ