რისთვის იყენებს "ქართული მაფია" საბერძნეთის კრიზისს?!

რისთვის იყენებს "ქართული მაფია" საბერძნეთის კრიზისს?!

ქართული ორგა­ნიზებული დანაშაული კვლავ მოექცა­ უცხოური მედიის ყურადღების ცენტრში. საბერძნეთში რეფერენდუმის წინ იტალიური­ მედია აცხადებდა, - ქართული­ მაფია სარგებლობს საბერძნეთის მდგომარეობით და ხელისუფლებაში გამეფებული კორუფციის წყალობით, ცდილობს­ საბერძნეთის საზღვაო პორტების შესყიდვას, რათა ევროპაში­ კოკაინის ტრაფიკის კონტროლი ხელში ჩაიგდოსო.

საბერძნეთში ქართულ ორგანიზებულ დანაშაულზე საუბარი 2005 წლიდან დაიწყო. საბერძნეთის ქალაქებში ქართული დანაშაულებრივი დაჯგუფებები გამოჩნდნენ - ძარცვავდნენ ბინებს, იპარავდნენ ავტომანქანებს, ამზადებდნენ ყალბ საბუთებს. ქართული კრიმინალური სამყაროს შტაბბინა ქალაქი თესალონიკი გახდა. ამ საქმეში ქალებიც იყვნენ ჩართული. 2009 წელს ევროპამ "ქართული მაფიის" ასალაგმად რამდენიმე­ ქვეყანაში მასშტაბური ოპერაციები წამოიწყო.""კანონიერი ქურდებისთვის" ევროპა უსაფრთხო აღარ იყო, ამიტომ საბერძნეთში გადაბარგდნენ. საბერძნეთში "ქართული მაფიის" ერთ-ერთი ბოსი, ლაშა შუშანაშვილიც გამოჩნდა.­

ქართული კრიმინალური დაჯგუფებები უკვე აკონტროლებდნენ საბერძნეთი-საქართველოს როგორც ტვირთის გადამტან, ასევე მგზავრების გადამყვან საზღვაო თუ სახმელეთო მარშრუტებს, ბეწვით მოვაჭრე მაღაზიებს, კურორტების რესტორნებსა და გასართობ ცენტრებს. ქართულმა ორგანიზებულმა დანაშაულმა ბაზრიდან განდევნა­ ალბანური მაფია."უცხოური მედია ჯერ კიდევ მაშინ ლაპარაკობდა ქართულ მაფიასა­ და საბერძნეთის სამართალდამცავთა შორის შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე. მეტიც, ესპანეთის პროკურატურა აცხადებდა, - ლაშა შუშანაშვილის დაკავებაში ხელს ბერძენი კორუმპირებული პოლიციელები გვიშლიანო. 2010 წელს ესპანურმა მხარემ, როგორც იქნა, დაითანხმა ბერძენი კოლეგები ერთობლივი ოპერაციის ჩატარებაზე, თუმცა შუშანაშვილის დაკავება ვერ მოხერხდა­ - პოლიციას მით­ითებულ სალონიკის სასტუმროში მაფიის ბოსი აღარ დახვდა.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია