შვიდი წელი გავიდა, მილსადენს არავინ შეხებია და არც ახლა მგონია, დაზიანდეს - ვახტანგ გომელაური

შვიდი წელი გავიდა, მილსადენს არავინ შეხებია და არც ახლა მგონია, დაზიანდეს - ვახტანგ გომელაური

შს მინისტრი ვახტანგ გომელაური გორის რაიონში ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების დადგმის ფაქტს სამწუხაროს უწოდებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება ამას გმობს. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები სხვადასხვა სოფლებში დგას და რაც გორის რაიონში გააკეთეს ეს არ არის პირველი და უცხო.

"ეს, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, პროტესტს გამოვთქვამთ და ვგმობთ ამას", - განაცხადა გომელაურმა. კითხვაზე, უნდა მოხდეს თუ არა კარასინი-აბაშიძის ფორმატის გაგრძელება, თუ უნდა შეიცვალოს მოლაპარაკებების ეს ფორმატი, შს მინისტრმა აღნიშნა, რომ ამაზე ვერაფერს იტყვის.

რაც შეეხება ბაქო-სუფსის მილსადენს, გომელაურმა განაცხადა, რომ მილსადენს 7 წელია არავინ შეხებია. შს მინისტრი იმედოვნებს, რომ მილსადენს პრობლემა არც ამჟამად შეექმნება. "არ არის მანდ პრობლემა, ძალიან ახლოს გადის. აქამდე შვიდი წელი გავიდა და არავინ შეხებია ამ მილსადენს და არც ახლა მგონია დაზიანდეს, რადგან მიწაშია ძალიან ღრმად. თუ ეს მოხდება, შესაძლებელი იქნება იმ კილომეტრნახევარის მოქცევა და აქეთ მხარეს გადმოწევა, რა თქმა უნდა, ეს თანხები დაჯდება", - აღნიშნა გომელაურმა.

რაც შეეხება ოპოზიციის კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ იყოს საერთაშორისო საზოგადოების რეაგირება, მინისტრმა აღნიშნა, რომ რეაგირება ხდება. "რეაგირება ხდება და ეს ვისი შედეგია და რატომ ხდება, ოპოზიციამ თავის თავს მოკითხოს უკეთესი იქნება", - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახლეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."