ლაგოდეხში 31 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს

ლაგოდეხში 31 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს

31 წლის ალიონა მალდოვინა ლაგოდეხის რაიონის სოფელ დავითიანის მიმდებარე ტერიტორიაზე გარდაცვლილი იპოვეს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება , ახალგაზრდა ქალს ნათესავები რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ. იგი ტყემლის საკრეფად იყო წასული. დღეს დილით კი მას სოფლის მახლობლად ტყეში მიაკვლიეს. გარდაცვლილის ნათესავები ამბობენ, რომ ქალი ნადირის მიერ არის დაგლეჯილი.

გარდაცვლილს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის გურჯაანის ბიუროში უტარდება. შსს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია