თურქეთში ქართველ ჟურნალისტებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

თურქეთში ქართველ ჟურნალისტებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

თურქეთში, ქალაქ რიზეში ადგილობრივ მოსახლეობასა და ქართველ ჟურნალისტებს შორის ინცინდენტი მოხდა. შელაპარაკება და ფიზიკური დაპირისპირება ადგილობრივებსა და ჟურნალისტებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ისინი საავადმყოფოსთან მივიდნენ და ავარიის შედეგად დაშავებულების მდგომარეობის გარკვევას ცდილობდნენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ქართველმა ჟურნალისტებმა აცნობეს, ავარიის შედეგად დაშავებული თურქეთის მოქალაქის ახლობლებმა აჭარის ტელევიზიის კამერა დაამტვრიეს და ოპერატორებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მომხდართან დაკავშირებით თურქეთის პოლიციამ გამოძიება დაიწყო. როგორც საქართველოს გენერალურმა კონსულმა თურქეთში ავთანდილ მიქაცაძემ განაცხადა, მომხდარს დიდი რეზონანსი მოყვა რიზეში და აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

"მსგავსი ფაქტი აქ არ მომხდარა. რიზეში ამ ამბავმა დიდი რეზონანსი მიიღო. ჩვენ პირად კონტროლზე გვყავს ეს საკითხი აყვანილი. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ჩვენ ყველა პროცესს დავესწრებით და მივადევნებთ თვალყურს", - აღნიშნა ავთანდილ მიქაცაძემ.

ქართველი ჟურნალისტები გვიან ღამემდე ტრაბზონში დაკითხვაზე იმყოფებოდნენ. დაკითხეს ასევე, ინცინდენტში მონაწილე ადგილობრივები. დაკითხვას გენერალური კონსულიც ესწრებოდა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია