"გარდიანის" რჩეული ნაწარმოებების სიაში მიხეილ ჯავახიშვილის "კვაჭი კვაჭანტირაძე" მოხვდა

"გარდიანის" რჩეული ნაწარმოებების სიაში მიხეილ ჯავახიშვილის "კვაჭი კვაჭანტირაძე" მოხვდა

ბრიტანული გამოცემა "გარდიანი" პერმანენტულად აქვეყნებს სტატიებს, სადაც მისი ავტორები მკითხველს ურჩევენ, თუ რომელი წიგნები წაიკითხონ დასვენების დღეებში. 11 ივლისს გამოქვეყნებულ ასეთ სარეკომენდაციო სტატიაში ბრიტანელი ნოველისტი და სცენარისტი უილიამ ბოიდი მკითხველს სამი წიგნის წაკითხვას ურჩევს, რომელთაგან ერთ-ერთი მიხეილ ჯავახიშვილის "კვაჭი კვაჭანტირაძე" გახლავთ.

"სამი საოცრად შთამბეჭდავი წიგნი გამოიცა წელს, რომლებიც არ არიან სიკეთით სავსენი. მიხეილ ჯავახიშვილის "კვაჭი კვაჭანტირაძე" მეოცე საუკუნის ქართული ლიტერატურის სარდონულ - ავანტიურისტული შედევრია, რომელიც როგორც იქნა, ხელმისაწვდომი გახდა ინგლისურ ენაზე. მშვენიერი თარგმანის ავტორი დონალდ რეიფილდი გახლავთ. ეს არის სკაბრეზული, ემოციური ისტორია რადიკალური ანტაგონისტისა, რომელიც ცდილობს წინ აღუდგეს სტალინის რუსეთის დემონებს.

მეორე წიგნი გახლავთ ნორა ჩესლერის "ბებია გავყოთ მაიმუნზე უდროს კოსმოსს". მესამე კი გახლავთ ტომას მოგფორდის კრიმინალური ტრილერი "მძინარე ძაღლები", - წერს ბრიტანელი მწერალი უილიამ ბოიდი.

მომზადებულია theguardian.com-ს მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია