შხამქიმიკატების ფალსიფიკაციის ფაქტზე ოთხი მოქალაქე დააკავეს

შხამქიმიკატების ფალსიფიკაციის ფაქტზე ოთხი მოქალაქე დააკავეს

სამართალდამცველებმა შხამქიმიკატების სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენებისა და აღნიშნული ფუნგიციდების ფალსიფიკაციის ფაქტზე 4 მოქალაქე დააკავეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შხამქიმიკატების სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების და აღნიშნული ფუნგიციდების ფალსიფიკაციის ფაქტზე მოქალაქეები, ნიკოლოზ ოქრუაშვილი, რომან ტალაშვილი, ალეკო ხუციშვილი და გიორგი უთიაშვილი დააკავა.

"გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები, უკანონოდ აწარმოებდენენ სხვადასხვა საფირმო სახელწოდებით მარკირებულ საქონელს, უცვლიდნენ ვადებს შეფუთვაზე, ახდენდნენ მის ფალსიფიკაციას და უვარგის პროდუქციას ყიდდნენ საცალო ბაზარზე. აღნიშნული ფალსიფიცირებული შხამქიმიკატების გამოყენება სხვადასხვა მცენარეთა შეწამვლის დროს არანაირ შედეგს არ იძლეოდა", - ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი და 197-ე მუხლის მესამე ნაწილით გრძელდება, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 7 წლამდე.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ