"ქადაგიძის ჩვენება იყო არადამაჯერებელი, მან ფაქტობრივი გარემოებები ან ვერ გაიხსენა ან იცრუა"

"ქადაგიძის ჩვენება იყო არადამაჯერებელი, მან ფაქტობრივი გარემოებები ან ვერ გაიხსენა ან იცრუა"

ნინო ქადაგიძის ჩვენება იყო არადამაჯერებელი და მან ან ვერ გაიხსენა ფაქტობრივი გარემოებები, ან იცრუა, - ამის შესახებ ჟვანიას საქმეზე ბრალდებულ კობა ხარშილაძის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში დღევანდელი პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

მან გარდაცვლილი პრემიერის მეუღლის ჩვენება შეაფასა და აღნიშნა, რომ ნინო ქადაგიძე ნაფიცი მსაჯულების ემოციურ მხარეზე აპელირებდა და არა ფაქტობრივ გარემოებებზე.

"ქადაგიძის ჩვენება იყო არადამაჯერებელი, მან ფაქტობრივი გარემოებები ან ვერ გაიხსენა ან იცრუა. როდესაც ის ამბობს, რომ ურეკავდა ამ საქმეზე ბრალდებულ ძაძამიას, ჩვენ ამოვიღეთ ამონაწერები, სადაც მისი ნარეკი არ არის დაფიქსირებული. ასევე ქადაგიძე ამბობს, რომ არ ესწრებოდა ექსპერიმენტს, ამის საპასუხოდ ჩვენ მას ვაჩვენეთ ოქმი, რომელზეც მისი ხელმოწერაა და ასევე გაკეთებული აქვს შენიშვნები. ეს ოქმი კი ადასტურებს, რომ ექსპერიმენტს იგი ესწრებოდა. ასეთ არაერთ უზუსტობას ჰქონდა ადგილი. ნინო ქადაგიძე აპელირებდა ნაფიცი მსაჯულების ემოციურ მხარეზე და არა ფაქტობრივ გარემოებებზე", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

ნინო ქადაგიძემ გუშინ სასამართლოში ჩვენება მისცა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ