ბათუმში დაჭრილი 22 წლის ახალგაზრდას მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

ბათუმში დაჭრილი 22 წლის ახალგაზრდას მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე დაჭრილი 22 წლის მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ქირურგმა ზურაბ ჩიხლაძემ განუცხადა, პაციენტი დიდი ოდენობის სისხლის დანაკარგითა და ღვიძლის დაზიანებით შევიდა საავადმყოფოში. ექიმის განმარტებით, ოპერაციის დროს ღვიძლის ნაწილობრივ ამოიჭრა განხორციელდა და პაციენტის მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე.

"პაციენტი შემოიყვანეს უგონო მდგომარეობაში ძალიან დიდი ოდენობის სისხლის დანაკარგით. ჭრილობა ჰქონდა მარჯვენა მკერდქვეშა არეში ღვიძლის დაზიანებით. გახდა საჭიროება, რომ ღვიძლის ნაწილობრივ რეზექცია, ამოჭრა გაგვეკეთებინა. პაციენტი იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში და მისი მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე იმიტომ, რომ მოსალოდნელია ღვიძლის ფუნქციების შეცვა. როგორ განვითარდება სიტუაცია, გვაჩვენებს დრო", - აღნიშნა ზურაბ ჩიხლაძემ.

შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული ნიკა შ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ბათუმში დააკავეს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1992 წელს დაბადებულ გიორგი ბ-ს ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში ერთი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა", - აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია