ლარის კურსის მერყეობა ნორმალური პროცესია - გიორგი ქადაგიძე

ლარის კურსის მერყეობა ნორმალური პროცესია - გიორგი ქადაგიძე

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსია, აქედან გამომდინარე, გიორგი ქადაგიძე მიიჩნევს, რომ ლარის კურის მერყეობა ნორმალური პროცესია , - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა ბოლო დღეებში ლარის კურსის გაუფასურების შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"ჩვენ გვაქვს მცურავი გაცვლითი კურსი. კურსის მერყეობა ნორმალური პროცესია ორივე მიმართულებით. რაც შეეხება იმას, თუ რატომ გაუფასურდა ლარი, ამაზე საკმაოდ ბევრი საუბარი იყო, ბევრი კომენტარი გაკეთდა. ჩვენ კიდევ ერთხელ ვისაუბრებთ ამაზე მომდევნო კვირაში პარლამენტში, როცა დაგვიძახებენ. იქ ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით დეტალურად ვისაუბრებ", - განაცხადა ქადაგიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."