"ბედნიერი ბილეთები" "გზაში"

"ბედნიერი ბილეთები" "გზაში"

ბოლო დროს, ძალიან პოპულარული გახდა სხვადასხვა ინტერნეტსაიტზე არსებული ფასდაკლების კუპონების შეძენა, რომელთა წყალობით, ესა თუ ის პროდუქცია თუ სასურველი მომსახურება საკმაოდ შეღავათიან ფასად შეიძლება შეიძინო. ძირითად შემთხვევებში, ვებგვერდებზე არსებული კუპონები ფასიანია, ჟურნალ ”გზასთან” ერთად კი მათი შეგროვება სრულიად უფასოდ შეგიძლიათ.

მთავარია, ჟურნალის გარეკანზე გამოსახული ”ბედნიერი ბილეთი” ამოჭრათ და მთელი თვის განმავლობაში ყოველ ნომერთან ერთად ოთხი ცალი შეაგროვოთ, მერე კი ”ელვა მარკეტის” პრესის ჯიხურებში სასურველი პროდუქცია 50%-ზე მეტი ფასდაკლებით შეიძინოთ, ზაფხულში, აგარაკზე თუ ქალაქში ყოფნისას, ჟურნალში არსებულ საინტერესო მასალებსა და სიახლეებს გაეცნოთ და პარალელურად, თქვენთვის სასარგებლო საქმე გააკეთოთ.

”ბედნიერი ბილეთები” მკითხველში უკვე საკმაო პოპულარობით სარგებლობს და ხარისხიანი პროდუქციის კუპონით შეძენის მსურველთა რიცხვი სულ უფრო იზრდება. პროექტის მენეჯერი - ეკა თეთრაძე პროექტის დეტალებზე გვესაუბრება:

- ჩვენ გადავწყვიტეთ ჟურნალ ”გზაში" იღბლიანი ბილეთები დაგვემატებინა, რომელიც მომხმარებლისთვის საკმაოდ საინტერესოა. ინტერნეტსივრცეში ბევრი ვებგვერდია, სადაც მსგავსი სახის შეთავაზებები და აქციებია, მაგრამ ამ შემთხვევაში კუპონში დამატებით თანხას იხდიან, ჩვენთან კი ”ბედნიერი ბილეთები” ჟურნალს უფასოდ მოჰყვება. ”გზის” ერთგულ მომხმარებელს ამ კუპონების შეძენა კვირაში ერთხელ შეუძლია, თვის განმავლობაში ოთხი კუპონის მოგროვების საფუძველზე კი ”ელვა მარკეტის” პრესის ჯიხურებში იმ სასურველ პროდუქციას აარჩევს, რომელიც იმ მომენტისთვისაა შეთავაზებაში და მასზე გრანდიოზული ფასდაკლებით ისარგებლებს. პროდუქცია მრავალფეროვანია - სარწყავი შლანგები, სახისა და ტანის მასაჟორები, ელექტრო ქვაბები და ა.შ. შეთავაზება ყოველ თვეში იცვლება, ზოგს დავტოვებთ, ზოგს შევცვლით და ახალს დავამათებთ, რომ მომხმარებელს ფართო არჩევანი ჰქონდეს. ფასები თითქმის განახევრებულია. ვინაიდან მოთხოვნა დიდია, იღბლიანი ბილეთები ყოველ ნომერში იქნება და სიახლეებს ერთი გვერდი ყოველთვის დაეთმობა.

- სადაურია ის პროდუქცია, რომელსაც მომხმარებელს სთავაზობთ?

- პროდუქცია შემოდის ესპანეთიდან, ინგლისიდან, ევროპის სხვა ქვეყნებიდან და ზოგი - ჩინეთიდან. თუ აღნიშნული პროდუქციის შეძენა მომხმარებელს პირდაპირ, ფასდაკლებისა და კუპონების შეგროვების გარეშე სურს, შეუძლიათ ჩვენს ”ქოლ ცენტრს” მიმართოს და ჩვეულებრივ, ფიქსირებულ ფასად შეიძინოს. კუპონები იმ კონკრეტულ რიცხვებში უნდა წარადგინონ, როგორცაა ჟურნალში მითითებული, მაგალითად, 30 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით. ”ბედნიერი ბილეთს” ამ პერიოდში აქვს ძალა და შეუძლიათ გაანაღდონ. ამ პროექტმა ძალიან გაამართლა, ბევრი მომხმარებელია კმაყოფილი, რადგან ეს პროდუქცია ფასდაკლების გარეშე საკმაოდ ძვირი ღირს. აქედან გამომდინარე, ეს ბილეთები მათთვის, ვინც ჟურნალ ”გზას” რეგულარულად ყიდულობს და ამ კუპონებსაც შეაგროვებს, მართლაც იღბლიანია. ”ბედნიერი ბილეთები” ექსკლუზიურად მხოლოდ ”გზაშია”, სხვაგან ვერ წააწყდებით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია