"რუსიკოს გვამი, ენითაუწერლად ნაწამები, სანაგვეზე იპოვა მეეზოვემ" - ჟურნალისტი ნათია კობერიძე რუსთავში მომხდარ საზარელ ამბავს იხსენებს

"რუსიკოს გვამი, ენითაუწერლად ნაწამები, სანაგვეზე იპოვა მეეზოვემ" - ჟურნალისტი ნათია კობერიძე რუსთავში მომხდარ საზარელ ამბავს იხსენებს

ჟურნალისტი ნათია კობერიძე "ფეისბუქის" გვერდზე 1980 წელს რუსთავში მომხდარ საზარელ ფაქტს იხსენებს, როდესაც რამდენიმე მამაკაცმა ჯერ გააუპატიურა, ხოლო შემდეგ მოკლა 21 წლის გოგონა. თუმცა, საქმე ამ დრომდე გაუხსნელად ითვლება:

"დაახლ. 1980 წელს რუსთავში 21 წლის რუსიკო გრძელიშვილი გააუპატიურეს და მოკლეს მაშინდელი ქალაქის ''ელიტის'' შვილებმა. ამ ადამიანების სახელები მთელმა ქალაქმა იცოდა. მაშინაც ჭორაობდნენ ობოლი რუსიკოს სითამამეზე, რომელმაც გაბედა და ჯინსებში ჩაცმული, მარტო აღმოჩნდა უცხო ბიჭებთან. დედაჩემი თავგამოდებით იცავდა იმ რუსიკოს. ეს ამბავი ჩემი ბავშვობის კოშმარად იქცა, რადგან დიდხანს მეშინოდა, ისე ღრმად განიცდიდა დედაჩემი.

რუსიკოს გვამი, ენითაუწერლად ნაწამები, სანაგვეზე იპოვა მეეზოვემ.

ის ნაძირლები სასამრთლოს წინაშეც კი არ წარსდგნენ. ერთ-ერთის დედა ქალაქის მესამე მდივანი და ცნობილი პედიატრი იყო. მტკიცებულებები გააყალბეს და ათასი სისაძაგლე ჩაიდინეს. ძალიან დიდი ხმაური მოყვა, რამდენჯერმე დაიწერა დიდი წერილი გაზეთში, მაგრამ, იმდენად გავლენიანი ხალხი იყო, რომ დაძლიეს", - წერს ჟურნალისტი.

"ამბავი შემზარავი და თავზარდამცემია..." - რას წერს ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი გარდაცვლილ კოლეგაზე

"შუადღიდან რომ დაგეყარათ მარილი ქუჩებზე წელი გეტკინებოდათ? ახლა ათობით მანქანა ილეწება" - ელისაშვილი თბილისის მერიას მიმართავს

"ხელით იკავებდნენ მოცურებულ მანქანებს, აღმართზე ასვლაში ეხმარებოდნენ" - მოქალაქე კახეთის საპატრულო პოლიციას მადლობას უხდის