ავტორი:

"ამბავი შემზარავი და თავზარდამცემია..." - რას წერს ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი გარდაცვლილ კოლეგაზე

"ამბავი შემზარავი და თავზარდამცემია..." - რას წერს ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი გარდაცვლილ კოლეგაზე

ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ახალგაზრდა კოლეგისა და მეგობრის, ქეთევან გიორგიშვილის გარდაცვალების შესახებ წერს და მისი ახლობლების მწუხარებას იზიარებს.

ახალგაზრდა ქალი გუშინ ტრაგიკულად გარდაიცვალა - ის მეცამეტე სართულიდან, სავარაუდოდ, გადმოვარდა. გამოძიება საქმეზე უკვე დაწყებულია.

"ძალიან მიჭირს დაწერა. სამაგალითო, გენიოსი გოგო, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გერმანული ენათმეცნიერების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მოღვაწე, პიანისტი, ეროვნული პარლამენტის წარმომადგენელი! და კიდევ რამდენი... ღვთისნიერი, უმანკო, ანგელოზი! ქეთევან გიორგიშვილის გარდაცვალების ამბავი შემზარავი და თავზარდამცემია. ძალიან ვწუხვარ..." - წერს მარიამ კუბლაშვილი.

იურისტი ქეთევან გიორგიშვილი წარსულში შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ დეპარტამენტში მუშაობდა. იყო საჯარო მმართველობის სამეცნიერო კვლევითი ისნტიტუტის მკვლევარი. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე მიიღო დოქტორის სამეცნიერო ხარისხი კიოლნის უნივერსიტეტში (გერმანია).

გიორგიშვილის სამეცნიერო კვლევის სფეროები იყო სამართლის თეორია, კონსტიტუციური სამართალი, საპოლიციო სამართალი. ახალგაზრდა მკვლევარს გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერო ნაშრომი საქართველოსა და საზღვარგარეთ.

"მე, კრიმინალი და მოძალადე..." - როგორ ეხმაურება ფარულ აუდიოჩანაწერებში ნახსენები ამიკო ბერას ინტერვიუს

"ძალიან ამორალური და დაბალი დონე...ისედაც ბოლო ჟამისკენ მივდივართ..." - რას წერს ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში ბერასთან დაკავშირებულ კომენტარებზე

"ვინ იფიქრებს იმ მღვდლებზე, ვინც შემოსავლის გარეშე დარჩნენ... არც ჯვრისწერები ტარდება, არც ნათლობებზე იკლავენ თავს" - რას წერს პეტრე კოლხი?