რეგიონში "ახალი მეგა მოთამაშე" შემოვიდა - გუბაზ სანიკიძე საგარეო უწყებას ირანთან ურთიერთობების გააქტიურებისკენ მოუწოდებს

რეგიონში "ახალი მეგა მოთამაშე" შემოვიდა - გუბაზ სანიკიძე საგარეო უწყებას ირანთან ურთიერთობების გააქტიურებისკენ მოუწოდებს

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გუბაზ სანიკიძე საგარეო საქმეთა სამინისტროს ირანთან ურთიერთობების გააქტიურებისკენ მოუწოდებს.

როგორც სანიკიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, რეგიონში "ახალი მეგა მოთამაშე" შემოვიდა, რომელსაც საკუთარი პოლიტიკის გატარების საშუალება ეძლევა.

ამ კონტექსტში დეპუტატმა ყურადღება ვენაში, ირანთან გაფორმებულ შეთანხმებაზე გაამახვილა და როგორც აღნიშნა, ეს ხელშეკრულება საქართველოსთვის მნიშვნელოვანია და ქვეყანას სერიოზულ პოზიტივს აძლევს.

"საქართველოს უჩნდება ძალიან დიდი პერსპექტივები როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. არ არის გამორიცხული, რუსეთმა უფრო მოუმატოს იმ ქმედებებს, რასაც აკეთებს, მაგრამ რუსეთი ამ ვითარებაში გარკვეულწილად შეზღუდული იქნება. ეს ხელშეკრულება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

სანიკიძის აზრით, ირანი ახლო აღმოსავლეთში სტაბილიცაზიის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი შეიძლება გახდეს, ხოლო საქართველოს ეძლევა სერიოზული შანსი, ითამაშოს გამტარის როლი, დასავლეთსა და ირანულ სამყაროს შორის ურთიერთობაში.

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ირანში გაემგზავრება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."