თბილისში, სამგორის რაიონში მდებარე გაზსადენის რეაბილიტაციის გამო, დღეს, 17:00 საათზე, რამდენიმე დასახლებას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა.
"ყაზტრანსგაზ-თბილისის" ინფორმაციით, გაზმომარაგება შეუწყდა ვარკეთილის ზემო პლატოს, ვარკეთილის ზემო პლატოს მეორე მიკრორაიონს, ბერიაშვილის ქუჩის N 6, მაისურაძის ქუჩის N 1, 2, 3 კორპუსებს, გახოკიძის, თვალჭრელიძის, ვარკეთილის მეურნეობაში - ჭავჭავაძის, წერეთლის, რუსთაველის, ფშაველასა და მეგობრობის ქუჩების მოსახლეობასა და მიმდებარედ არსებულ კომერციულ ობიექტებს, მათ შორის დემირელის სახელობის კოლეჯს, N 115 საბავშვო ბაღს, სამაშველო კორპუსსა და საგუშაგო კოშკს (სულ - 4300-მდე აბონენტს).
გაზის მიწოდება, აგრეთვე, შეუწყდა ვარკეთილი 3-ის მოსახლეობის ნაწილს (შპს " ვარკეთილი-აირის" აბონენტებს).
ბუნებრივი აირის მიწოდება განახლდება სარეაბილიტაციო სამუშაოს დასრულებისთანავე - 16 ივლისის 17:00 საათზე.
შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მიუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები იქონიონ დაკეტილ მდგომარეობაში.