ანდრო ბარნოვი: "მივმართავ ივანიშვილს, მის თოჯინა, არარაობა ღარიბაშვილს... თავხედები ეგენი, ნაბიჭვრები მართლა!"

ანდრო ბარნოვი: "მივმართავ ივანიშვილს, მის თოჯინა, არარაობა ღარიბაშვილს... თავხედები ეგენი, ნაბიჭვრები მართლა!"

სოფლების: ხურვალეთისა და წითელუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარება დაიძაბა. იმ ადგილას, სადაც რამდენიმე დღის წინ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო საზღვრის აღმნიშვნელი მწვანე ბანერი იყო დამონტაჟებული, შეიარაღებული ფორმიანები გამოჩნდნენ.

შეიარაღებული პირები რუსული საჯარისო დანაყოფის წარმომადგენლები და ასევე ოსური სპეცრაზმის წევრები იყვნენ. მათთან ერთად ცხინვალის ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენელი რობერტ გაზაევი გამოჩნდა.

აღნიშნულმა პირებმა მედიის წარმომადგენლების აქციის დროს მოგლეჯილი ბანერის ადგილზე დამონტაჟებული დროშა ჩამოხსნეს.

შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, პოლიციელებმა ხურვალეთის და წითელუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ნიღბიანი პირები მართლაც დააფიქსირეს.

ხურვალეთისა და წითელუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მიხეილ სააკაშვილის ბიბლიოთეკის გამგეობის თავმჯდომარე ანდრო ბარნოვი ჩავიდა და ქართულ პოლიციას სიტუაციის კონტროლი მოსთხოვა. მასა და ადგილობრივ სამართალდამცველებს შორის მწვავე საუბარი გაიმართა.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."