"პოლიციელს რას ვთხოვთ, აბა? თავი შეაკლას და მერე მაგის სახელი და გვარიც აღარ გვახსოვდეს?"

"პოლიციელს რას ვთხოვთ, აბა? თავი შეაკლას და მერე მაგის სახელი და გვარიც აღარ გვახსოვდეს?"

გოგა ხაჩიძე მიხეილ სააკაშვილის ბიბლიოთეკის გამგეობის თავმჯდომარეს, ანდრო ბარნოვს აკრიტიკებს. მიზეზად ბარნოვის ქცევა იქცა, როდესაც იგი ხურვალეთისა და წითელუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩავიდა და ქართულ პოლიციას სიტუაციის კონტროლი მოსთხოვა, რა დროსაც ბარნოვსა და ადგილობრივ სამართალდამცველებს შორის მწვავე საუბარი გაიმართა.

"მივმართავ ივანიშვილს და მის თოჯინა, არარაობა ღარიბაშვილს... თავხედები ეგენი, ნაბიჭვრები მართლა!" - ანდრო ბარნოვი ხურვალეთში

"და პოლიციელს რას ვერჩით?!...

ქვეყანამ გადავწყვიტეთ ვიომოთ და პოლიციელმა უკან დაიხია?!

ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ ნებისმიერი მიზეზი შეიძლება პროვოკაციად გვექცეს და ნებისმიერი პროვოკაცია განახლებულ ომად?!

აა, ომი არ გვინდა?...

დიახ გეთანხმებით, ომი საშინელებაა.

არ გამოდის აბა ისე, ვერ ხედავთ რომ სულ ჰკიდია ამ დედააფეთქებულ ოკუპანტს ჩვენი სიმართლე და არგუმენტები.

დიდია, უსინდისო, უსამართლო და გვქელავს!

ჰოდა რას ვშვებით, ვიბრძვით?!

მე რასაც ვხედავ - არა.

არც ომს ვაპირებთ და არც ბრძოლას.

და პოლიციელს რას ვთხოვთ აბა?

თავი შეაკლას და მერე მაგის სახელი და გვარიც აღარ გვახსოვდეს?

იქნებ ამაზე ჩამოვყალიბდეთ და აქედან გამომდინარე ვიმოქმედოთ და მოვითხოვოთ, თორემ გაცვდა მკერდი ცარიელი მჯიღის ცემით!

პ.ს. პირადად მე, რაც დავიბადე, ჩემი ქვეყნის ყველა ომში ვმონაწილეობდი და არც მომავალში ვიტყვი უარს, თუ რეალობა მოითხოვს, თუ ქვეყანა იომებს.

ვინც მიცნობს - იცის რომ სიმართლეს ვამბობ", - წერს ხაჩიძე.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია