საქართველოში 1357 არალეგალური ნაგავსაყრელია - "თითქმის არ დარჩენილა ხევი და ხეობა, რომ ნარჩენებით არ იყოს დანაგვიანებული"

საქართველოში 1357 არალეგალური ნაგავსაყრელია - "თითქმის არ დარჩენილა ხევი და ხეობა, რომ ნარჩენებით არ იყოს დანაგვიანებული"

ლეგალური და არალეგალური ნაგავსაყრელების მოუგვარებელი პრობლემა ქვეყნის მასშტაბით, გადავსებული ურნები, გაზრდილი ჯარიმების მიუხედავად დანაგვიანებული ქუჩები, ნაგვის კერებთან გაჩენილი ქუჩის უპატრონო ცხოველები- წლებია, რაც საქართველოში სურათი უცვლელია. "მთელი საქართველოს მდინარეები ნაგავსაყრელად არის გადაქცეული. თითქმის არ დარჩენილა ხევი და ხეობა, რომ ნარჩენებით არ იყოს დანაგვიანებული", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ეკოლოგი ლაშა ჩხარტიშვილი.

ეკოლოგების შეფასებით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა რეგიონებშია, სადაც არაერთი არალეგალური ნაგავსაყრელი არსებობს. როგორც ეკოლოგი, მწვანეთა მოძრაობა "დედამიწის მეგობრების" თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე აცხადებს, თითქმის ყველა რეგიონში, ყველა სოფლის თავშია მსგავსი არაოფიციალური ნაგავსაყრელი, რაც ზაფხულობით განსაკუთრებით საშიშია. რეგიონებში მსგავსი უნებართვო ნაგავსაყრელების გასაუქმებლად, სახელმწიფომ რამდენიმე თვეა თითოეულ მუნიციპალიტეტში მსგავსი ნაგვის კერების გაუქმება და რეგიონალური ნაგავსაყრელის შექმნა დაიწყო. თუმცა ჩხობაძის თქმით, ამ ეტაპზე პრობლემა ბოლომდე აღმოფხვრილი მაინც არ არის. მეტიც, მისი თქმით, ამან მუნიციპალიტეტს დამატებითი პრობლემა გაუჩინა, რადგან ნაგვის გადასატანად სახსრები არ ჰყოფნით.

"მყარი ნარჩენების კომპანიამ მუნიციპალიტეტებში 51 ოფიციალური ნაგავსაყრელი ჩაიბარა, რომელიც უნდა შემცირდეს და სანაცვლოდ, 10 რეგიონალური ევროპული სტანდარტების ნაგავსაყრელი გაკეთდეს. უკვე შედეგიც არის, რამდენიმე მუნიციპალიტეტში არსებული ნაგავსაყრელები გაუქმდა, თუმცა თითქმის ყველა მუნიციპალიტეტი აცხადებს, რომ ხარჯი გაეზარდათ და ცენტრალურ ნაგავსაყრელზე ნაგვის გატანა მათთვის პრობლემატურია. თითქმის ყველა რეგიონში შეინიშნება ასეთი პობლემა, რადგან თვითმართველობებს არც მანქანები და არც ურნები ჰყოფნით. როგორც რეგიონულ შეხვედრებზე გაირკვა, თვითმართველობები მუნიციპალიტეტის მხოლოდ 30%-ს ფარავენ. ყველა სოფლის დაფარვა და იქიდან ნაგვის გატანა ვერ ხერხდება. შესაბამისად ნაგავი რჩება ადგილზე და თითქმის ყველა სოფლის თავში ნაგავსაყრელი იქმნება.

მაგალითად, იმერეთში გვითხრეს, რომ შეშის მოსატანად წასულ ადამიანს ნაგავიც მიაქვს და იქვე ტყეში ტოვებს. ამ მხრივ მძიმე მდგომარეობაა კახეთში, სადაც მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა მუნიციპალიტეტმა ეს არალეგალური ნაგავსაყრელები გაიტანა ან მიწით გადაფარა, ჯერ კიდევ ძალიან ბევრია დარჩენილი. ასევე მძიმე მდგომარეობაა ქვემო ქართლშიც, რადგან არის სოფლები, სადაც ჩვენი მონაცემებით კვლავ არის რამდენიმე ნაგავსაყრელი განთავსებული. არალეგალურ ნაგავსაყრელებს რაც შეეხება, სულ 1357 ნაგავსაყრელი იყო აღრიცხული. სამეგრელოში, სადაც 34-37 ასეთი არალეგალური ნაგავსაყრელი იყო, დღეს მხოლოდ ორია დარჩენილი. თუმცა კიდევ ერთი პრობლემაა, გაუქმებული ნაგავსაყრელების ნაცვლად, ახლა უკვე სხვა ადგილებში ჩნდება ნაგვის კერა, იქ სადაც აღრიცხული არ გვქონდა," - ახადებს ჩვენთან საუბრისას ნინო ჩხობაძე.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია