ჟურნალ "ბომონდის" ორგანიზებით, "ჯანსაღი თმის ცენტრი" საზეიმოდ გაიხსნა

ჟურნალ "ბომონდის" ორგანიზებით, "ჯანსაღი თმის ცენტრი" საზეიმოდ გაიხსნა

თბილისის ბომონდურმა საზოგადოებამ ამჯერად, საკმაოდ ორიგინალური მიზეზით, ჟურნალ "ბომონდის" მიერ ორგანიზებულ "ჯანსაღი თმის ცენტრის" Healthy Hair Center გახსნაზე მოიყარა თავი.

დალი ჩიტალაძე, ირინა ონაშვილი, შორენა ბეგაშვილი, კრისწი ყიფშიძე, ხატია შამუგია, ია ფარულავა...ეს იმ ვარსკვალავების, მოდელებისა თუ ცნობილი სახეების ჩამონათვალია, რომლებიც, ქალებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველმა სიახლემ -თმის მოვლისა და გაჯანსაღების უნიკალურმა შესაძლებლობამ გააერთიანა.

ჟურნალ "ბომონდის" მიერ ორიგინალურ ინტერიერში, ბენდის მუსიკალური თანხლებით გამართულმა საღამომ ბომონდური საზოგადოება გულგრილი ვერ დატოვა. საღამოს ფარგლებში სპეციალური პრიზები გათამაშდა. თითოეული სტუმარი კი Healthy Hair Center - ის სასაჩუქრე ბარათით და თმის მოვლის საშუალებებით დასაჩუქრდა.

"დღევანდელმა დღემ ძალიან კარგად ჩაიარა, ძალიან მხიარული იყო, სტუმრებიც კმაყოფილები არიან, ბავერი საჩუქარი გავათამაშეთ",- აღნიშნა "ჯანსაღი თმის ცენტრის" ერთერთმა სახემ, დალი ჩიტალაძემ ambebi.ge - სთან საუბრისას.

მისივე თქმით, თმის სილამაზე ქალის სილამაზის ერთ-ერთი განმსაზღვრელია: "ქალისთვის, და არა მარტო ქალისთვის, თმა ერთერთი კომპონენტია, რომ კარგად გამოიყურებოდე. თმა ჯანმრთელობის სარკეა - თუ ჯანმრთელი ხარ, თმაც ჯანმრთელად გამოიყურება, გიბზინავს და გალამაზებს".

თმა რომ ქალის მომხიბვლელობის ერთრთი მთავარი იარაღია, ეს ქართველი სექს-სიმბოლოსთვის, შორენა ბეგაშვილისთვისაც არახალია. მან კიდევ ერთხელ დააფიქსირა ambebi.ge -სთან, საკუთარი თმის განსაკუთრებული სიყვარული და ჟურნალ "ბომონდს" მადლობა გადაუხადა იმის გამო, რომ სწორედ ამ ჟურნალიდან შეიტყო ცენტრის გახსნის შესახებ: "ძალიან მიყვარს საკუთარი თავი და განსაკუთრებით, ჩემი თმა, ამიტომ, ცენტრის ხშირი სტუმარი ვიქნები. რაც უფრო ბევრი ასეთი სალონი გაიხსნება, მით უკეთესი - ქალებისთვის. მე ჟურნალ "ბომონდის" საშუალებით გავიგე ამ სიახლის შესახებ და ამის გამო "ბომონდს" დიდ მადლობას ვუხდი. იმედი მაქვს, "ჯანსაღი თმის ცენტრთან" დაკავშირებულ სიახლეებს ისევ ამ ჟურნალიდან შევიტყობთ", - აღნიშნა შორენა ბეგაშვილმა.

"ჯანსაღი თმის ცენტრის" ხარისხის მართვის ხელმძღვანელის, ილია მესხის თქმით, ცენტრი თმის მოვლის და გაჯანსაღების მრავალფეროვან სპექტრს მოიცავს: " ჯანსაღი თმის ცენტრი" ეს არის ადგილი, სადაც თმის აბსოლუტურად ყველა დაავადებას მკურნალობენ. მაგრამ ცოტა მეტია, ვიდრე კლინიკა: გარდა იმისა, რომ თმას მკურნალობენ, ასევე მას ალამაზებენ. აქ არის სტილისტთა ძალიან ძლიერი გუნდი, რომელიც იყენებს თმისთვის სრულიად უვნებელ საშუალებებს. აქ მოსული ადამიანი ერთ სივრცეში აჯანსაღებს კიდეც თმას და ასევე, უვლის მას", - აღნიშნა ილია მესხმა.

ჟურნალ "ბომონდის" მთავარმა რედაქტორმა, თეა აგლაძემ Healthy Hair Center-ის გახსნასთან დაკავშირებით თავისი დადებითი დამოკიდებულება დააფიქსირა და აღნიშნა, რომ "ბომონდი" ყოველთვის ეხმარება თავის პარტნიორებს საკუთარი მიზნების რეალიზებაში: "ჩვენ ხშირად ვაწყობთ ღონისძიებებს და პარტნიორებს ყოველთვის ვეხმარებით კარგი მიზნების განხორციელებაში. მიხარია, რომ ისეთი ცენტრი გაიხსნა, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ აქვს. ეს არის გარემო, სადაც თმის ჯანმრთელობაზე ზრუნავენ".

ქართული ბომონდის წარმომადგენლები სამომავლოდ უკვე საკუთარ თმაზე გამოცდიან "ჯანსაღი თმის ცენტრის" სერვისებისა და პროდუქციის შედეგებს. ჟურნალი "ბომონდი" კი ცნობილ ქართველ სახეებს ერთ სივრცეში თავმოყრის კიდევ არაერთ საინტერესო მიზეზს მისცემს.

თამარ კორკოტაშვილი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია