დაპირისპირება "რუსთავი 2"-სა და ქუთაისის მერიას შორის - ჩაშლილი კონცერტი და არხის ხელმძღვანელის შეფასებები

დაპირისპირება "რუსთავი 2"-სა და ქუთაისის მერიას შორის - ჩაშლილი კონცერტი და არხის ხელმძღვანელის შეფასებები

18 ივლისს, "რუსთავი 2"-ს მიერ დაგეგმილი კონცერტი ქუთაისში აღარ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია თავად ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილების საფუძველი ქუთაისის მერიისგან მიღებული წერილი გახდა, რომელშიც მიზეზებზეა საუბარი. არხის ცნობით, ქალაქის ხელმძღვანელობამ მიზეზად ქუჩებში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასახელა.

"რუსთავის 2"-ს გენერალური დირექტორი ქუთაისის მერიის გადაწყვეტილებას ეხმაურება და მას "არასერიოზულს და უპასუხისმგებლოს" უწოდებს.

"ეს არის ან არასერიოზულობა და უპასუხისმგებლობა ამ ქალაქის ხელმძღვანელობის, რაზეც ძალიან ვწუხვარ, და ვწუხვარ ქუთაისელების გამო, რომ ესეთი უპასუხისმგებლო და არასერიოზული ხელმძღვანელობა ჰყავთ, ან ცენტრალური მთავრობის ჩარევა და მითითება.

ჩვენ ამ კონცერტს ჩავატარებთ მომდევნო კვირას ბალახონში, მაგრამ მერია ამაზე მადლობას ვერ მიიღებს, პირიქით", - ამბობს გვარამია.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია