ლელა წურწუმიას პირველი კომენტარი მამულიჩას დაკავებასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე

ლელა წურწუმიას პირველი კომენტარი მამულიჩას დაკავებასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე

გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, სამართალდამცავების მიერ, ნარკოტიკების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე დაკავებული კახი მ. პროდიუსერი კახა მამულაშვილია, მისი მეუღლე, ლელა წურწუმია პირველ კომენტარს სააგენტო "კვირასთან" აკეთებს. მომღერლის თქმით, მისი მეუღლე გერმანიაში იმყოფება და გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს სამართალდამცავების მიერ დაკავებული პირი მამულიჩაა, სიმართლეს არ შეესაბამება.

"არასწორი ინფორმაციაა. ვინ გითხრათ, რომ ჩემი მეუღლე დააკავეს, იცით რამდენი კახა მამულაშვილს ვიცნობ? მე თავად ვიცნობ მეყვავილე კახა მამულაშვილს… ჩემი მეუღლე საზღვარგარეთ იმყოფება და გერმანიაშია", – აღნიშნა ლელა წურწუმიამ "კვირასთან" საუბრისას.

ასევე ნახეთ| ნარკოტიკების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე კახი მ-ს დაკავების კადრები ვრცელდება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია