ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე 30 წლამდე მამაკაცი ავარიას ემსხვერპლა

ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე 30 წლამდე მამაკაცი ავარიას ემსხვერპლა

ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე მომხდარი ავარიის შედეგად 30 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა.

როგორც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მორიგე ექიმმა რუსუდან ცისკარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მამაკაცი ადგილზე იყო გარდაცვლილი, თუმცა გარშემო მყოფების თხოვნით ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმის თქმით, მამაკაცს ქალა-ფუძის მოტეხილობა აღენიშნებოდა.

"ადგილზე დაგვხვდა გარდაცვლილი მამაკაცი ასფალტზე მწოლიარე. ფაქტობრივად სისხლში იყო. სასიცოცხლო ნიშნები არ აღენიშნებოდა. ირგვლივ მყოფთა დაჟინებული თხოვნით გადავიყვანეთ საავადმყოფოში. ქალა-ფუძის მოტეხილობა აღენიშნებოდა", - განაცხადა რუსუდან ცისკარიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით საქმე აღიძრა 276-5 მუხლით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის უსაფრხოების წესების დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია