კახა მამულაშვილი ბრალს აღიარებს - რეპორტაჟი სასამართლო დარბაზიდან

კახა მამულაშვილი ბრალს აღიარებს - რეპორტაჟი სასამართლო დარბაზიდან

დღეს სასამართლო კახა მამულაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს. მთავარი პროკურატურა მამულაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას, ბრალდებული პროდიუსერის ადვოკატი კი გირაოს ითხოვს. როგორც მამულაშვილის ადვოკატმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, მათი მოთხოვნაა კახა მამულაშვილი სასამართლომ 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლოს.

რაც შეეხება კახა მამულაშვილს, მან სასამართლოზე ბრალი სრულად აღიარა. აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესს ბრალდებულის ცნობილი მეგობრები არ ესწრებიან. იქ მხოლოდ სოფო ბედიას მეუღლე და კიდევ რამდენიმე ახალგაზრდაა. სასამართლო პროცესს არც ბრალდებული პროდიუსერის მეუღლე, ლელა წურწუმია ესწრება.

მოსამართლის გადაწყვეტილება, დააკმაყოფილებს ის პროკურორის მოთხოვნას, ანუ შეუფარდებს თუ არა მამულაშვილს პატიმრობას, თუ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებს ბრალდებულს, დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ მომღერალ ლელა წურწუმიას მეუღლე, პროდიუსერი კახა მამულაშვილი ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკის დროს ხელბარგიდან და პირადი საფულიდან ამოიღეს სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები, კერძოდ, საქმეზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებებია: 5.591 გრ კოკაინი, 1,15 გრ კანაფის ფისი და მდმ ე.წ. "ექსტაზი" 0,2048 გრ. მას ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად კოკაინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს.

ხათუნა გაგნიძე

AMBEBI.GE

კახა მამულაშვილს პატიმრობა შეეფარდა

"ორი თვე მჭირდება, რათა ოჯახი შევაგუო იმას, რომ შესაძლოა დანაშაულისთვის პასუხისგება მომიწიოს" - კახა მამულაშვილი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ