"ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, ობიექტების ნაწილი დევნილებს გადაეცემათ"

"ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, ობიექტების ნაწილი დევნილებს გადაეცემათ"

საკმაოდ მოწესრიგებული და განვითარებული ადგილი მივიღეთ, ნაცვლად აუთვისებელი ტერიტორიისა და ყამირისა, რაც აქ წლების განმავლობაში იყო , - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ოლიმპიური სოფლის გახსნის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ოლიმპიური სოფელი არის ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტი, არა მხოლოდ ოლიმპიადის ჩატარებისა და ორგანიზებისთვის, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში, საკუთრივ ქალაქისთვის.

"გარდა იმისა, რომ აქ, ოლიმპიადისთვის, ჩვენი სპორტსმენებისთვის, მათი მწვრთნელებისთვის ყველანაირი პირობებია, სასტუმროში განთავსდებიან სტუმრები. ხოლო ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, ობიექტების ერთი ნაწილი, საცხოვრებელი გადაეცემათ დევნილებს და მათი პრობლემები გვარდება, მეორე მხრივ, ქალაქს შეემეტა საკმაოდ სერიოზული სასტუმრო ძალიან კარგი მენეჯმენტით, ისევე როგორც ქალაქს შეემატა დამატებით კიდევ ერთი სპორტული დარბაზი თავისი ყველანაირი ატრიბუტიკით. 150 მილიონამდე ინვესტიცია ჩაიდო ჩინური კომპანიის მიერ კონკრეტულად ამ ტერიტორიის განვითარებისთვის. შედეგი სახეზეა. საკმაოდ მოწესრიგებული და განვითარებული ადგილი მივიღეთ, ნაცვლად აუთვისებელი ტერიტორისისა და ყამირისა, რაც აქ წლების განმავლობაში იყო", - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

მერმა დასძინა, რომ ბინების ნაწილი დევნილთა სამინისტრომ დევნილებისთვის გადასაცემად შეიძინა, ხოლო ნაწილი საინვესტიციო კომპანიის მიერ იყიდება. თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ოლიმპიური სოფელი დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. პრემიერმა ოლიმპიური სოფლის მერის პოსტზე ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი წარადგინა.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახლეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."