ფიროსმანის "არსენალის მთა ღამით" საქართველოშია!

ფიროსმანის "არსენალის მთა ღამით"  საქართველოშია!

21 ივლისიდან, მთელი კვირის განმავლობაში, ეროვნულ გალერეაში შესვლა თავისუფალი იქნება და ფიროსმანის ნახატის "არსენალის მთა ღამით" ნახვის შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს ექნება , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კულტურის სამინისტროდან აცნობეს.

ნიკო ფიროსმანაშვილის ცნობილი ნამუშევარი "არსენალის მთა ღამით", რომელიც მიმდინარე წლის 1-ელ ივნისს ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა ჩჰრისტყ"ს-ის აუქციონზე შეიძინა, მფლობელის გადაწყვეტილებით, საჩუქრად საქართველოს გადაეცა.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, დადგენილი პროცედურების გავლის შემდეგ, შედევრი საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ახალი და თანამედროვე ქართული ფერწერის ფონდში ჩაირიცხა, რომელშიც ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების ყველაზე დიდი კოლექციაა დაცული.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, თავდაპირველად "არსენალის მთა ღამით" დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ნიკო ფიროსმანის სხვა ნამუშევრების გვერდით გამოიფინება.

სამინისტროს ცნობით, ეს სურათი თბილისში ერთადერთხელ, 1919 წელს, ამავე საექსპოზიციო სივრცეში ქართველი მხატვრების დიდ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი. 96 წლის შემდეგ ის კვლავ ქვეყანას დაუბრუნდა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია