"დუდუ ჩემთან შედარებით ძლიერია"

"დუდუ ჩემთან შედარებით ძლიერია"

ბოლო დროს დუდუ, სერიალიდან "ჩემი ცოლის დაქალები", განსაკუთრებით პოპულ­არული გახდა. ზოგი ასეთ მეგობარზე­ ოცნ­ე­ბობს, ზოგიც - შეყვარებულზე. საინტ­ე­­რესოა, დუდუს როლის შემსრულებელი ალეკო ბეგალიშვილი როგორ უყურებს თავის პერსონაჟს კამერის მიღმა.

- მიკვირს, სოციალ­ურ ქსელებში ისე არჩევენ­ ამ ტიპს და საერთოდ სერიალს. გეგონება, სხვა საფიქრალი არ ჰქონდეთ: "ფუ, საზიზღარი კაცი"... "დიახაც, ჯიგარია!"... არადა, ერთი ჩვეულებრივი­ კაცია. ვითომ აგვარებდა რაღაცებს, მაგრამ თვითონაც ლაფში ამოყო­ თავი.

- არ არის კარგი მამა?

- ჩვეულებრივი მამაა. უმეტესობა ქართველი მამებისა, ალბათ, ეგეთია. მე დუდუსნაირი ბევრი მინახავს. შვილისთვის ხელის დაფარებას კი არა, მამაშვილურ ურთიერთობებს ვგულისხმობ. აი, მომდევნო­ სერიებს ნახავთ, აფარებს თუ არა დუდუ შვილს ხელს...

- დუდუს მეგობარ მაკაზე რას იტყვით?

- მაკა დუდუს ბავშვობიდან უყვარს. მართალია, მაკას არ ჰქონია მის მიმართ სიმპათია, მაგრამ დუდუ მაინც ცდილობს, სულ გვერდში ედგეს. პლატონური სიყვარულივითაა.

- დუდუს მაკასგან განსხვავებული მეუღლე ჰყავს...

- დუდუს ოჯახში დედას მეტი წონა აქვს, ვიდრე ცოლს. ცოლს აგდებით ელაპარაკება. შვილები უყვარს, მაგრამ ცოლისადმი გულგრილია. ხანდახან კაცს ცოლი მოჰყავს და მერე ხვდება, რომ არ ჰყვარებია...

- ბოლო დროს დუდუ ძალიან­ აქტუალური გახდა. ეს თქვენც იგრძენით?

- რა თქმა უნდა. ადრე ქუჩაში 12-13 წლის გოგონები მაჩერებდნენ, სელფი გადავიღოთო. ახლა უფროსებიც მეუბნებიან ქათინაურებს, თან ისეთი ტიპები,­ სერიალის მოყვარულის შთაბეჭდილებას რომ არ ტოვებენ.

- თქვენ, როგორც ერთი ჩვეულებრივი ქართველი კაცი, დუდუს სიტუაციაში რა გამოსავალს ხედავთ?..

- დუდუ ჩემთან შედარებით ძლიერია, მე უფრო სუსტი კაცი ვარ ცხოვრებაში. წავიდოდი და ალკოჰოლს მივეძალებოდი, ვერ ვირბენდი დუდუსავით და, ბიჭებს ალბათ, დაიჭერდნენ.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია