"თათარაშვილმა ჩაუშვა მამულიჩა თუ მამულიჩამ თათარაშვილი...თავის დროზე, დავუშვი შეცდომა" - თემურ თათარაშვილი

"თათარაშვილმა ჩაუშვა მამულიჩა თუ მამულიჩამ თათარაშვილი...თავის დროზე, დავუშვი შეცდომა" - თემურ თათარაშვილი

მომღერალი თემურ თათარაშვილი პროდიუსერ კახა მამულაშვილის საქმეზე ბოლო დროს მისი გვარის გაჟღერებასთან დაკავშრებით განმარტებას აკეთებს. თათარაშვილის თქმით, ე.წ. "ჩაშვება" ჟურნალისტის ფანტაზიის ნაყოფია. ამის შესახებ მომღერალი საკუთარ "ფეისბუქზე" წერს:

”ჩემ ბავშვობაში უფროსები ერთ ანეგდოტურ შემთხვევას იხსენებდნენ: ტიპს უარი უთხრეს სამსახურში მიღებაზე იმიტომ, რომ ვიღაცას უთქვამს, მაგას პოლიციაში რაღაცაზე ქონდა საქმეო. დააკონკრტეეო, თხოვეს ენამწარეს: "შუბი" მოპარვას ეხებოდაო... არ ვიცი ზუსტად, მაგან მოიპარა თუ მაგას მოპარესო...

თავის დროზე, ნებსით თუ უნებლიეთ, დავუშვი შეცდომა და ეს ჩინებულად გამოიყენა სახელისუფლებო თუ მასთან დაახლოვებულმა იმ ჯგუფმა, ვინც არ მაპატია ჩემი აქტიური მოქალაქეობრივი პოზიცია, უარი "სპეციალიზებულ" სანახაობებში მონაწილეობაზე, განსაკუთრებით, საჯარო გამოსვლები მოსწავლეთა რესპუბლიკური სასახლის გასხვისების მცდელობასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო მიტინგებზე. სამართლიანად თუ უსამართლოდ, კანონიერად თუ უკანონოდ მომისაჯეს თავისუფლების აღკვეთა და საკმაო დრო მამყოფეს ციხეში.

ახლა რაო, რას მიკიჟინებს ჟურნალისტი, რას მაბრალებს? არ მამყოფინა ის მკაცრი სასჯელი, ჩირქსაც რომ ცხებს ჩემს სახელს?

ყველამ (მათ შორის ამ ჟურნალისტმაც და მათ), ვინც ხელების ფშვნეტით შეხვდა ამ ბინძური მასალის გამოქვეყნებას, თავიანთ რეპუტაციას მიხედოს, თავის გულში ჩაიხედოს... ნუ უხარიათ ადამიანის გადაცდომა, წაფორხილება, შეცდომა... ქვა იმან ისროლოს, ვისაც ცოდვა არ ჩაუდენია!” - წერს თათარაშვილი.

"მართალია ათი წელია არ ვლაპარაკობთ მე და ლელა, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს" - თემურ თათარაშვილი არსებულ ჭორებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

გიორგი ყიფშიძეს ვაჟი შეეძინა - "კოსმო ყიფშიძე... ბედნიერების ბიჭია"

6 მარტს გასამართი Paul Kalkbrenner-ის ღონისძიების დეტალები ცნობილია

"უცნაური ფინალია - თითქოს რუსთავი-თბილისის წინააღმდეგაა" - "დიდი სცენის" ერთადერთი ფინალისტი გოგონა და მისი სამომავლო გეგმები