რა ქონებას ფლობს გუბაზ სანიკიძე?

რა ქონებას ფლობს გუბაზ სანიკიძე?

ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გუბაზ სანიკიძე ამბროლაურის რაიონის სოფლებში: ჭყვიშსა და ბუგეულში 4 სხვადასხვა ზომის (ჯამში 64200კვ.მ) ფართობს ფლობს. 2012 წლის მონაცემებით კი სანიკიძე სოფელ ჭყვიშში მხოლოდ 60000 კვ.მ ფართობს ფლობდა. ამასთან ერთად, მაჟორიტარის მეუღლის სახელზეა რეგისტრირებული თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე მდებარე 150 კვ.მ ფართობის ბინა.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს: ირმა სანიკიძეს "საქართველოს ბანკის" სახელფასო ანგარიშზე, დეკლარაციის შევსებისას, 500.00 ლარი ქონდა. გუბაზ სანიკიძეს "თი-ბი-სი ბანკში" 300.00 ლარი, ხოლო ირმა სანიკიძეს ამავე ბანკის ანაბარზე 25000.00 აშშ დოლარს აქვს მითითებული.

ოჯახი ფლობს ძვირადღირებულ იშვიათ გამოცემებს.

იხილეთ ვრცლად

”ახალი გაზეთი”

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."