"მამულიჩ, უნდა ვთქვა ის, რაც აქამდე შენთვისაც კი არ მითქვავს" - მაია რჩეულიშვილის მიმართვა კახა მამულაშვილს

"მამულიჩ, უნდა ვთქვა ის, რაც აქამდე შენთვისაც კი არ მითქვავს" - მაია რჩეულიშვილის მიმართვა კახა მამულაშვილს

კახი მამულაშვილს, იგივე "მამულიჩას" ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მაქსიმალურ სასჯელად 14 წლით პატიმრობა ემუქრება. ქართველ პროდიუსერს 2 მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი - სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტი გულისხმობს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას და სასჯელის ზომად განსაზღვრავს 7-დან 14 წლამდე პატიმრობას. ამასთან დაკავშირებით, მამულიჩას უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები, გთავაზობთ მაია რჩეულიშვილის პოსტს, რომელიც მან პროდიუსერს "ფეისბუქზე" დაუპოსტა:

"მამულიჩ, უნდა ვთქვა ის, რაც აქამდე შენთვისაც კი არ მითქვავს - შენ ხარ საუკეთესო მენეჯერი, ვისთანაც კი მიმუშავია. შენ დაგვაყენებინე ფეხზე ავიაკომპანია "ლიდია" და "რესტორანი "ევროპა" და ისეთ შემოსავალზე აიყვანე, ცენტრ-პოინტის ნებისმიერ ობიექტს რომ უცებ დაამთავრებდა: 120 000 ლარს (მაშინ ეს 100 000 $ იყო!) თვეში მხოლოდ ერთ რესტორანს აწერინებდი! შენნაირი ძლიერი ადამიანები ნებისმიერი განსაცდელიდან კიდევ უფრო გაძლიერებულები გამოდიან!" – წერს მაია რჩეულიშვილი.

სამი პირი ავტომობილში, მეოთხე საბარგულში - კურიოზი საყოველთაო კარანტინში (ფოტო)

"ასე რომ დასცინით საქართველოში გამოშვებულ პირბადეებს, ნახეთ აქ რა მოგვიტანეს..." - ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი

ქართველი თეოლოგები მსოფლიოს მართლმადიდებელ ლიდერებს მიმართავენ - "გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნეთ სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ა­ზე, რომ ათა­სო­ბით მო­ქა­ლა­ქის ინ­ფი­ცი­რე­ბა ავი­ცი­ლოთ"