"პოლიტიკაში დავბრუნდები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რაღაც საოცრება მოხდება" - ბიძინა ივანიშვილი

"პოლიტიკაში დავბრუნდები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რაღაც საოცრება მოხდება" - ბიძინა ივანიშვილი

"პოლიტიკაში დავბრუნდები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რაღაც საოცრება მოხდება. ჩვენ დღეს გვყავს სახალხო ხელისუფლება და ჩემი აზრით, კარგი პრემიერი, პარლამენტის კარგი თავმჯდომარე და არაფერი იმის მსგავსი არ ისმის, რომ ჩემი პოლიტიკაში მოსვლის აუცილებლობა გახდეს საჭირო", - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქის" დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა "გურია ნიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ჯერჯერობით არ ჩანს ხელისუფლების უზურპაციისა და კატაკლიზმის ნიშნები.

"მე ძალიან კარგი სათადარიგო მოთამაშე ვარ. თუ მოხდა რამე კატაკლიზმა, სააკაშვილისეული რამე მოიფიქრეს და მოახდინეს უზურპაცია ხელისუფლების და ხალხს აღარ უსმენენ, ასეთ შემთხვევაში შეიძლება მხოლოდ ჩემი დაბრუნება. საბედნიეროდ, ამის ნიშნები ჯერჯერობით არ ჩანს", - ამბობს ივანიშვილი "გურია ნიუსთან" საუბრისას.

წყარო: gurianews.com

”გურია ნიუსი”

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."