"ქართული" ბაყაყების ექსპორტი ჩავარდა

"ქართული" ბაყაყების ექსპორტი ჩავარდა

21-ე საუკუნემ სხვადასხვა კონტინენტზე მცხოვრები ადამიანები ერთმანეთს დაუახლოვა. ისინი მოგზაურობენ და ეძებენ რაღაც ახალს, ეგზოტიკურს, რაც მათთვის უცხოა. გამონაკლისი ამ მხრივ არც კულინარიაა: არის ხალხი, ვისაც ღამურას ან ტარანტულის ხორცი შემწვარ კარტოფილსა და ქათმის ხორცს ურჩევნია, ზოგიერთი ტურისტი კი, საფრანგეთში მარტო ეიფელის კოშკის სანახავად კი არა, ბაყაყის თათების დასაგემოვნებლადაც ჩადის, ხოლო კამბოჯაში - გველის სუპის გასასინჯად. არაერთ ქვეყანაში ღამურას ან ბაყაყის ხორცისაგან დამზადებული კერძები ისევე უყვართ, როგორც საქართველოში საცივი ან ხაჭაპური.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ფრინველის გრიპის და სხვა დაავადებების გავრცელების გამო, ბაყაყის ხორცზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა. ალბათ ამიტომაც 5-6 წლის წინ საქართველოში ბაყაყების მოშენება და საფრანგეთში გატანა დაიწყეს. დასავლეთ საქართველოში გავრცელებული ტბის ბაყაყის გემო ევროპელებს ძალიან მოსწონდათ, მაგრამ ამ ბიზნესმა არ გაამართლა.

ბაყაყის თათების ექსპორტი ბოლოს 2010 წელს დაფიქსირდა: მაშინ საფრანგეთში 1 100 კილოგრამი ბაყაყის თათების ექსპორტი განხორციელდა, ხოლო 2009 წელს ჩვენი ქვეყნიდან საფრანგეთში 4 175 კგ ცოცხალი ბაყაყი გაიყვანეს. საბოლოოდ, "ქართული" ბაყაყების ექსპორტი ჩავარდა, მაგრამ მოიმატა იმპორტმა: "საქსტატის" მონაცემებით, 2014 წელს წინა წელთან შედარებით, საქართველოში ბაყაყის თათების იმპორტი სამჯერ გაიზარდა: ქვეყანაში 0,3 ტონა პროდუქტი შემოვიდა, ეს მაშინ, როდესაც 2013 წელს საქართველოში მხოლოდ 0,1 ტონა ბაყაყის თათები შემოიტანეს. მომატებულია ამ პროდუქტის ფასიც: 2014 წელს 1 კგ ბაყაყის თათების ფასი 2,3 დოლარითაა გაძვირებული. საქართველოსთვის ბაყაყის თათების მთავარი იმპორტიორი ქვეყანა დანიაა.

ბაყაყის ხორცს ძირითადად ჩვენი უცხოელი სტუმრები ეტანებიან, თუმცა როგორც ჩანს, მას ქართველებიც მიირთმევენ - იშვიათად, მაგრამ მაინც... რესტორან "ლე მარეს" დირექტორი მონიკა მოსიძე ამბობს, რომ ქართველები ეგზოტიკურ კერძებს ნაკლებად ეტანებიან, მაგრამ 5-6 წლის წინანდელ სიტუაციას თუ შევადარებთ, ეგზოტიკური კერძების რეალიზაცია საგრძნობლად გაიზარდა: "ქართულ სამზარეულოში არ გვაქვს ბაყაყის ხორცი და არც ასეთ კერძებს მივირთმევთ, მაგრამ უცხოეთში მიმოსვლამ, ინფორმაციის გაცვლამ ეგზოტიკურ მენიუზე მოთხოვნა თავისთავად გაზარდა. ჩვენი კლიენტები, ვინც ასეთ კერძებს გვიკვეთავს, სადღაც სტუმრად იყვნენ, გასინჯეს, მოეწონათ, მის შესახებ ინფორმაცია მიიღეს და ეგზოტიკურ კერძებს საქართველოშიც აგემოვნებენ. ამიტომ, მსგავსი კერძები ჩვენს სამზარეულოშიც მზადდება. ათი ან ოცი წლის წინ საზღვარგარეთ ნაკლები რაოდენობის ხალხი გადიოდა, ინფორმაციაც ნაკლები იყო და ასეთ გამორჩეულ საკვებს ძირითადად უცხოელები ეტანებოდნენ, ახლა კი, ქართველებიც უკვეთავენ, თუმცა მათი რაოდენობა დიდი არ არის".

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია