კოტე თოლორდავა "კაიფში არ გაპარულა" - განო მელითაური მეუღლის გარდაცვალების დასკვნას ასაჯაროვებს

კოტე თოლორდავა "კაიფში არ გაპარულა" - განო მელითაური მეუღლის გარდაცვალების დასკვნას ასაჯაროვებს

მსახიობ კოტე თოლორდავას ოჯახმა მოსკოვიდან ექსპერტიზის დასკვნა მიიღო.

კოტეს მეუღლემ, განო მელითაურმა მოზარდმაყურებელთა თეატრში გამართულ პრესკონფერენციაზე გარდაცვალების დასკვნა გაასაჯაროვა.

როგორც ჟურნალისტებს განო მელითაურმა განუცხადა, კოტე თოლორდავას გარდაცვალებიდან სამ თვეზე მეტი გავიდა და ამ ხნის განმავლობაში კოტე თოლორდავას "კაიფში გაპარვის" შესახებ ბინძური ჭორები ვრცელდებოდა.

"კოტე თოლორდავა იყო ჩემი, მისი მეგობრების და სრულიად საზოგადოების, ვინც მას პატივს სცემდა, მის შემოქმედებას. კოტე თოლორდავა "კაიფში არ გაპარულა" და ის ინფარქტით გარდაიცვალა", - აღნიშნა კოტე თოლორდავას მეუღლემ (იხილეთ ვიდეო)

"სახელმწიფო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია: გულის წინა კედლის მარცხენა პარკუჭის მწვავე ტრანსმულარული მიოკარდიუმის ინფარქტი (ნეკროზის სტადია). გულის კორონალური არტერიების ათეროსკლეროზი. ინფრაქტისშემდგომი კარდიოსკლეროზის მრავლობითი და ჩამოყალიბების სხვადასხვა სტადიაზე მყოფი კერები. ჰიპერტონია. გულის ჰიპერტოფია, შიდა ორგანოებში მკვეთრად გამოხატული მწვავე არტერიული სისხლჭარბობა. ფილტვების და ტვინის შეშუპება. მუცლის ღრუს მიდამოში აორტის მკვეთრად გამოხატული ათეროსკლეროზი. თავის ტვინის არტერიის ათეროსკლეროზი. თირკმელების და ღვიძლი პარენქიმური დისტროფია.

სასამართლო-ქიმიური გამოკვლევის დროს გარდაცვლილის სხეულიდან ამოღებული შინაგანი ორგანოების, სისხლის და შარდის ნიმუშებში არ აღმოჩნდა: ბარბიტურატები და ამ ჯგუფის სხვა ელემენტები. მეტადონი, მორფინი და ამ ჯგუფის სხვა პრეპარატები; კოდეინი, დიონინი, ჰეროინი, ჰიდროკოლანი, პაპავერინი, პრომედოლი, ატროპინი, კოკაინი, პაჰიკარპინი, ნიკოტინი, ელენიუმი, ტაზეპამი, სედეუქსენი, ამინაზინი, დიპრაზინი, ტიზერდინი, მაჟენტილა, ტრიფტაზინი, იმიგზინი და მისი ანალოგები", - წერია სახელმწიფო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში.

თოლოდრავას მეუღლის, განო მელითაურის თქმით, მნიშვნელოვანია, ჟურნალისტები სწორ ინფორმაციას ფლობდნენ, რათა საზოგადოებამ სიმართლე იცოდეს.

"ჩემი ოჯახისთვის და, პირველ რიგში, ჩემი შვილებისთვის, უმნიშვნელოვანესია ის, რომ თითოეულმა თქვენგანმა, იმიტომ რომ თქვენ ხართ მედიატორები ჩვენსა და საზოგადოებას შორის, სიმართლე, რეალობა იცოდეთ, რაც აუცილებლად უნდა გაიგოს თოთოეულმა ადამიანმა", - აღნიშნა განო მელითაურმა.

მსახიობი კოტე თოლორდავა მოსკოვში 11 აპრილს გარდაიცვალა. ის რუსეთის დედაქალაქში ფილმის გადაღებაზე იმყოფებოდა. მსახიობი სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს.

იხილეთ ვიდეო განო მელითაურის საგანგებო პრესკონფერენციიდან

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია