"თეო მეუბნებოდა, წასვლისა მეშინიაო" - მუცოს ტრაგედიიდან ხუთი წელი გავიდა

"თეო მეუბნებოდა, წასვლისა მეშინიაო" - მუცოს ტრაგედიიდან ხუთი წელი გავიდა

საპატრიარქოში იმ ავარიას ცოცხლად გადარჩენილ თეონა ჭინჭარაულს შევხვდი, მამუკა იმ მომენტში სწორედ მას ჰყოლია ხელში. თეონამ მიამბო, ბერდომ სოფოს უთხრა, ცუდად ვარო და სოფომაც მე მომაჩეჩა ბავშვი, თან ჩანთაში წამალს დაუწყო ძებნა, მაგრამ ვერაფერი მოასწრო, რადგან ბერდომ მინას მიადო თავი და ეგრევე ჩამოუვარდაო. ჩემმა ძმამაც მითხრა, ბერდია უკვე დაღუპული იყო, მდინარეში რომ ჩავარდა, რადგან წვეთი წყალი არ აქვს ჩაყლაპულიო."

2010 წლის 22 ივლისს მთელი საქართველო შეძრა და დაამწუხრა მუცოს ხეობაში დატრიალებულმა ტრაგედიამ - "ჯიპის" მარკის ავტომობილი, სადაც 10 ადამიანი იჯდა, გზიდან გადავარდა, ავტოკატასტროფამ 7 ადამიანის, მათ შორის - 3 მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაიღუპნენ პოეტ გელა დაიაურის მეუღლე, ნიჭიერი მომღერალი და პოეტი თეონა ქუმსიაშვილი და მისი ორი ვაჟი - დემეტრე და ჯარჯი, თეონას და - ნათია, გელა დაიაურის მეჯვარე ბერდია არაბული, მისი მეუღლე სოფო ღოღობერიძე და მათი ვაჟი - მამუკა. საუბედუროდ, დემეტრე დაიაური და მამუკა არაბული ადიდებულმა მდინარე არღუნმა გაიტაცა ვერ იპოვნეს. თვითონ გელა დაიაური, თეონას ძმა თორნიკე ქუმსიაშვილი და დაიაურებისა და არაბულების მეგობარი თეონა ჭინჭარაული გადარჩნენ.

გთავაზობთ სტატიას გაზეთ "ყველა სიხალის" არქივიდან, რომელიც 2013 წელს გამოქვეყნდა:

მუცოს ხეობის ტრაგედია

გასახსენებლად მძიმეა, მაგრამ მაინც ვცადეთ და ბერდია არაბულის დედას, ქალბატონ ნინო წიკლაურს, რომელსაც დღემდე არავისთან უსაუბრია ამ ამბავზე, ბარისახოში დავურეკეთ.

- ქალბატონო ნინო, უკანასკნელად როდის ნახეთ თქვენი ვაჟი - ბერდია და მისი ცოლ-შვილი?

- ბერდო და მისი ცოლ-შვილი 4-5 დღით სიონში თეონა ქუმსიაშვილსა და გელა დაიაურს სტუმრობდნენ, მერე კი თბილისში წავიდნენ. ბერდომ დამირეკა, დედი, თბილისიდან გამოვედით, ჩემს ცოლ-შვილს ჩამოვაბარგებ ბარისახოში (ჩვენ ძველ სახლში ვცხოვრობდით, ბერდო, სოფო და ბავშვები - ცალკე, სკოლის ეზოში მდგარ ფინურ სახლში, სადაც ახლა მე და ბერდოს ვაჟები ვართ), ცოტას წავიქაქანებთ, გელას ცოლ-შვილს გადავიყვან შინ და ხვალ, შუადღეს გადმოვალ, ერთი დღე თქვენთანაც ხომ უნდა გავატარო, ძალიან მომენატრეთო. მერე, შაბათს, შატილში უნდა წასულიყო, იქ მუშაობდა...

შინ რომ მივიდნენ, უკვე სოფომ დამირეკა, ძალიან კი დავიღალეთ მე და მამუკა, მაგრამ ბერდო უჩემოდ არ მიდის და რა ვქნა, პატარას თან წავიყვან და უფროს ბიჭებს გამოგიგზავნი, რაო? - დავთანხმდი და დავაპირე, მეთქვა, მამუკაც დამიტოვე-მეთქი, მაგრამ ვერ შევბედე. ბიჭები ჩემმა მულმა ამომიყვანა, სოფომ კი გასვლისას კიდევ დამირეკა, არაფერზე ინერვიულო, ხვალ დავბრუნდებითო. ეს იყო უკანასკნელი საუბარი... იმ დღეს რატომღაც ძალიან ცუდად ვიყავი. თითქოს გული ცუდს მიგრძნობდა... ღამით, როდესაც ბერდოს ველოდებოდი, მანქანის ხმა გავიგე და მე და გაგამ, ბერდოს უფროსმა ვაჟმა მაშინვე გავიხედეთ ეზოში.

გაგამ კი მითხრა, მამიკო მოვიდაო, მაგრამ მივხვდი, ჩემი შვილის მანქანის ხმას არ ჰგავდა. არ მესიამოვნა და მეუღლეს, ვუთხარი კიდეც, რაღაც არ მომწონს ეს ამბავი-მეთქი. მერე მეუღლე გავიდა და... მისი ღრიალი რომ შემომესმა, მივხვდი, ბერდოს თავს რაღაც უბედურება ტრიალებდა, აბა, მეორე შვილი და ბერდოს უფროსი ვაჟები შინ იყვნენ და... მერე აღარაფერი მახსოვს, თითქოს, ბერდოსა და მის ცოლ-შვილზე ჩემთვის არაფერი უთქვამთ, მაგრამ, ისედაც გასაგები იყო... არც გონება დამიკარგავს... არ ვიცი, რა მჭირდა, ვერ გადმოგცემთ...

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია