ძლიერი სტიქია კახეთში: დატბორილი, დასეტყვილი სოფლები და მოგლეჯილი ხეები

ძლიერი სტიქია კახეთში: დატბორილი, დასეტყვილი სოფლები და მოგლეჯილი ხეები

კახეთს სტიქიამ გადაურა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იტყობინება, გურჯაანის სოფელ ახაშენში 25 საცხოვრებელი სახლი დაიტბორა. უხვი ნალექის გამო, მდინარე ახაშენის ხევი ადიდდა, კალაპოტიდან გადმოვიდა და სოფლის ერთი ნაწილი დატბორა. ხევიდან მოტანილმა ქვაღორღმა სოფელში გამავალი სარკინიგზო მაგისტრალი ჩახერგა.

ადგილზე მიბილიზებულია ტექნიკა, ამ დროისთვის წყლის ამოტუმბვის და რკინიგზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

დაისეტყვა თელავის რაიონის სოფლები, ნაფარეული, კინდოლი, ვანთა და აკურა დისეტყვა. სეტყვას თან ძლერი ქარი ერთვოდა, რამაც თელავი-ნაფარეულის მაგისტრალზე, ლოპოტას მიმდებარე ტერიტორიაზე ხეები მოგლიჯა. ამ დროისთვის ლოპოტას ტბისკენ მიმავალი გზა გახსნილია. თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ალექსანდრე შათირიშვილის განცხადებით, სტიქიით მიყენებული ზარალის დათვლა დილიდან დაიწყება.

სტიქიამ ყვარლის რაიონიც დააზარალა. ძლიერი ქარისა და სეტყვის შედეგად სოფელ სანავარდოში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი სახურავის გარეშე დარჩა.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, სტიქიამ ვენახები და საზამთროს ბაღებიც დააზიანა. ქარიშხალმა სოფელ გავაზში კაკლის ხეები მოგლიჯა და სოფელთან დამაკავშირებელი გზა ჩახერგა.

ადგილზე მობილიზებული იყო ადგილობრივი ხელისუფლება და ყვარლის რაიონის კეთილმოწყობის სამსახური. ჩახერგილი გზის გასუფთავება წუხელვე მოხერხდა. ყვარლის რაიონის გამგებლის მოადგილის, ოთარ ბუჯიაშვილის განცხადებით, ზარალს შესაბამისი კომისია დაითვლის. სახლების გადახურვის სამუშაოები დღეს დილიდან დაიწყება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია