ვის ურეკავს ყველაზე ხშირად ბიძინა ივანიშვილი მინისტრთა კაბინეტიდან?

ვის ურეკავს ყველაზე ხშირად ბიძინა ივანიშვილი მინისტრთა კაბინეტიდან?

ყოფილი პრემიერ-მინისტრი და არასამთავრობო ორგანიზაციის "მოქალაქე" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი "გურია ნიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ მხოლოდ ეკონომიკური გუნდის მინისტრებს ურეკავს საკუთარი ინიციატივით და ისიც ძალიან იშვიათად.

"ჩემი თაოსნობით ძალიან იშვიათია, შეიძლება ერთი-ორი მაგალითი ნახოთ, რომ მე რომელიმე მინისტრს დავურეკე. აგერ არის კარგი მაგალითი - "თავისუფალი დემოკრატები". სამი მინისტრი იყო მთავრობაში, სანამ დაიწყებდნენ ამ პოლიტიკურ დემარშებს, გაიხსენონ, რომლისთვის დამირეკავს და როდის მიმიცია მინიშნებები. ერთადერთი, ვისაც შეიძლება დავურეკო, ეს არის ეკონომიკური გუნდი. ეკონომიკაში ძალიან ბევრს ვმუშაობ, რეფორმებზე შენიშვნებსაც ვაძლევ და იდეებსაც, თუკი მაქვს. ამას მხოლოდ იმიტომ ვაკეთებ, რომ როგორმე ეკონომიკა დაიძრას და აღორძინდეს, რაც არის ყველა პრობლემის გასაღები დღეს საქართველოში", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

წყარო: gurianews.com

”გურია ნიუსი”

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."