გმირთა მოედანზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

გმირთა მოედანზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

გმირთა მოედანზე საავტომობილო მოძრაობა რამდენიმე დღით შეიზღუდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, გმირთა მოედანზე სტიქიის შედეგად დაზიანებულ გზაზე ასფალტის საფარის დაგების მიზნით, 24 ივლისს 12 საათიდან საავტომობილო მოძრაობა რამდენიმე დღით შეიზღუდება.

საგზაო სამუშაოები თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 240 000 ლარი დაიხარჯება.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ასფალტის საფარის ახალი ფენა დაიგება და კუნძულები მოეწყობა. რეაბილიტაცია ჩაუტარდება მდინარე მტკვარზე დაზიანებულ მოაჯირებსაც.

დედაქალაქის მერია მოქალაქეებს შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია