მონოპოლია ქართული ბაზარზე: მედიკამენტები, რომლებიც სიცოცხლის ფასად გვიჯდება

მონოპოლია ქართული ბაზარზე: მედიკამენტები, რომლებიც სიცოცხლის ფასად გვიჯდება

მონოპოლია არაქართული წარმოშობის სიტყვაა და ქართულად - "რაც მინდა იმას გავაკეთებ, საჭირო ხალხს კუთვნილ წილს მივცემ და ვერავინ ვერაფერს მიზამს, ხალხი კი ფეხზე მკიდია-ს" ნიშნავს.

წამალი ისეთი რამეა, რომელსაც მხოლოდ დანიშნულებისამებრ ყიდულობს ადამიანი, შესაბამისად მხოლოდ მაშინ, როცა სჭირდება. ყიდულობს მაშინაც კი, როდესაც ის ძალიან ძვირი ღირს, ვინაიდან ხშირად სწორედ ამ წამალზეა, ადამიანის სიცოცხლე დამოკიდებული, ხოლო როდესაც საქმე სიცოცხლეს ეხება, იქ თანხის დაზოგვას არავინ ფიქრობს. სამწუხაროა, რომ დღეს ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტების ფასი ძალიან მაღალია. ის ადამიანები, ვინც ფარმაცვეტულ ბაზარს იკვლევს და სწავლობს, ამბობენ, ფასები განვითარებული ქვეყნების ფასების თანაბარია, არის შემთხვევები, როდესაც ასწრებს კიდეც. ბევრ წამალზე მოგების მარჟა 500-600%-ს უტოლდება, რაც მხოლოდ ქართული ბიზნესისთვის არის დამახასიათებელი.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, როდესაც საქმე ჯანმრთელობას ეხება, ადამიანი ბოლო კაპიკებს იხდის, მაგრამ არცთუ ისე იშვიათად, ცეცხლის ფასად ნაყიდი წამალი ვერავითარ გავლენას ვერ ახდენს ჩვენ ჯანმრთელობაზე, იმიტომ რომ უხარისხოა. ძალიან ხშირია, როდესაც ადგილზე წარმოებული, გარკვეული დასახელების მედიკამენტი არანაირ ეფექტს არ იძლევა, მაშინ, როცა იგივე დასახელების უცხოური ანალოგი, მაშინვე იძლევა შედეგს.

ასევე ხშირია, როდესაც აფთიაქებში შესვლისთანავე საკუთარი წარმოების წამალს გაძალებენ, გეუბნებიან, რომ ის წამალი, რაც გსურს გაცილებით ცუდია, ხოლო შემოთავაზებული ბევრად უფრო ეფექტური. სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი იჯერებს და საბოლოო ჯამში წაგებული რჩება.

ცოტა ხნის წინ შესაბამისმა სამსახურმა საქართველოში მოქმედი მსხვილი ნავთობ-კომპანიები 55 მილიონით დააჯარიმა, რადგან აღმოჩნდა, რომ ისინი კარტელურ გარიგებაში იყვნენ და საწვავზე ფასსაც მხოლოდ ურთიერთშეთანხმებით ადგენდნენ, რითაც მომხმარებელი ზარალდებოდა. მაშინ ითქვა, რომ შესაძლოა ფარმაცევტული ბაზრის შესწავლაც დაიწყონ, სადაც მხოლოდ რამდენიმე მსხვილი მოთამაშე ოპერირებს.

ბუნებრივია, გამოძიების გარეშე იმის მტკიცება, რომ რაიმე კანონდარღვევასთან გვაქვს საქმე, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა იქნება, მაგრამ ფაქტია, რომ წლების მანძილზე ეს სეგმენტი აბსოლუტურად ხელშეუხებელი იყო, ხელისუფლების მაღალჩინოსნები მათგან მხოლოდ არალეგალურ ფულად სახსრებს იღებდნენ და სანაცვლოდ სრულ თავისუფლებას აძელევდნენ. კომპანიები კი ამ გაცემულ ფულს (რომელიც მათთვის არცთუ ცოტა იყო), წამალზე გაუგონარი ფასის დადებით აბალანსებდნენ.

იმედია, ერთხელ მაინც დარეგულირდება საკითხი ისე, რომ მოგებული მომხმარებელი დარჩეს. არავინ ითხოვს, რომ წამლები უფასოდ დარიგდეს, მაგრამ ხომ შეიძლება მოგების მარჟა შეამცირონ, თვითონაც საკმაოდ მსუყე ლუკმა დარჩებათ და ხალხიც მადლობას იტყვის.

ლადო გოგოლაძე

AMBEBi.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია