"ლელა წურწუმია რომ სააკაშვილის ფანი იყო, ეს ლელას ყველა ფანმა იცოდა" - ვახტანგ რჩეულიშვილი

"ლელა წურწუმია რომ სააკაშვილის ფანი იყო, ეს ლელას ყველა ფანმა იცოდა" - ვახტანგ რჩეულიშვილი

ვახტანგ რჩეულიშვილი კახა მამულაშვილის, იგივე "მამულიჩას" დაპატიმრების საქმეს ეხება. რჩეულიშვილი აღნიშნავს, რომ ადამიანებს, რომლებიც მამულაშვილს "ბარიგას" უწოდებენ, მხოლოდ შური ამოძრავებთ, რომელსაც სოციალურ თანასწორობასთან არაფერი საერთო არ აქვს.

"არის თუ არა მამულიჩა პოლიტპატიმარი?

რა ადვილად იმეტებენ ადამიანს თუ არ მოსწონთ მისი შეხედულებები- ლელა რომ სააკაშვილის ფანი იყო ეს თავად ლელას ყველა ფანმა იცოდა. მამულიჩა კი ამ პოლიტიკური ნიშნით უცებ ბარიგად გამოცხადდა. ბერიგებს გასაყიდად 5 გრამი ნარკოტიკი არ ჩამოაქვთ! რაც ჰქონდა ე.წ. "საკლუბი " ნარკოტიკები პირადი მოხმარების რაოდენობაა. აღარებს რომ მისია. რა შუაშია აქ ბარიგობა?

ცნობისათვის ბარიგები ყოველთვის მუშაობდნენ შსს-ს "სახურვის" ქვეშ და არა პირად ენთუზიაზმზე. ამიტომაც მამულიჩს თავისი გაჭირვებაც ეყოფა, ჩადენილზე თავად აგებს პასუხს და არავინ აპატიებს არაფერს შესაბამისი საპროცესო გარიგების გარეშე და ეს თანხაც საკმაოდ სოლიდური და ძნელი გადასახადი იქნება. ბერიგობის ყოვლად დაუსაბუთებული წმინდა წყლის პოლიტიკური ბრალდება რომ არ ავკიდოთ! აქ ყველაზე მნიშვნელოვანი თამაა სოციალური სამართლიანობა, ანუ რატომ უნდა იჯდეს ციხეში ასევე პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკის მომხმარებელი ადამიანი და მამულიჩა კი საპროცესო გარიგებით გამოუშვან?

პასუხი მარტივია: თუ სხვა დაჭერილს შეუძლია ასეთი გარიგებისათვის თანხების მოზიდვა, იმასაც გაურიგდებიან. ამიტომაც შეკითვა სხვანაირად უნდა დაისვას: რატომ აქვს მამულიჩას ფული და სხვას კი არა? ეს კი ის შეკითვაა, რომელზედაც მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს: მამულიჩს თავის სამსახურში უხდიან სათანადო ანაზრაურებას (და არა ბაროგობისათვის!) , ხოლო შოუ ბიზნესის ვარსკლავებ მეტი შემოსავალი აქვთ, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანებს! ნახეთ ერთი უცხოელი ვარსკლავები ჰონორერები! ჩვენი ვარსკლავების შემოსავლი 10 ჯერ და მეტჯერ მცირეა, მაგრამ მაინც მოსახლეობის უდიდეს ნაწილის შემოსავალზე მეტი. სცადონ ერთი მისმა კრიტიკოსებმა ერთი დარბაზის შევსება მაინც თავისი სიმღერით და ნახავენ, რომ 5 კაცსაც ვერ მოაგროვებენ! ამას შური ქვია და სოციალურ სამართლიანობასთან არავითარი კავშირი არა აქვს!" - წერს რჩეულიშვილი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია