ე.წ. კორტების საქმის მოწმე: ირაკლი ფირცხალავამ მითხრა "ესროლეთ, მაგის დედას ...."

ე.წ. კორტების საქმის მოწმე: ირაკლი ფირცხალავამ მითხრა "ესროლეთ, მაგის დედას ...."

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულმა რიგითმა სპეცრაზმელმა, იასონ მილაძემ ხელმძღვანელი პირების საწინააღმდეგო ჩვენება მისცა და განაცხადა, რომ მას კახა ნაკანი და ირაკლი ფირცხალავა ცრუ ჩვენების მიცემას სთხოვდნენ.

იასონ მილაძეს საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით ხელმძღვანელი პირების საქმეზე კითხავენ. როგორც მან აღნიშნა, 2006 წლის 2 მაისის სპეცოპერაცია 1 მაისს დაიგეგმა. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ კორტების სპეცოპერაციის დროს ცეცხლის გახნის ბრძანება გასცა ირაკლი ფირცხალავამ. 2012 წელს კი როგორც იასონ მილაძე აღნიშნავს, კახა ნაკანი და ირაკლი ფირცხალავა მას სთხოვდნენ ცრუ ჩვენების მიცემას გამოძიებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ეუბნებოდნენ, რომ ყველას დაიჭერდნენ.

რაც შეეხება ცრუ ჩვენებას, როგორც მოწმე აცხადებს, მას უნდა თქვა, რომ პოლიცია არაფერ შუაში იყო და ირაკლი ფირცხალავას ცეცხლის გახსნის ბრძანება არ მიუცია, არამედ მან ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფთა ავტომობილში მსხდომების დაკავების ბრძანება გასცა.

პროკურორის შეკითხვაზე, რა ფორმით გასცა ცეცხლის გახსნის ბრძანება ირაკლი ფირცხალავამ, მოწმემ უპასუხა "ესროლეთ, მაგის დედას ....".

მოწმე აცხადებს, რომ სხვა სპეცოპერაციების დროს, განსხვავებით კორტების სპეცოპერაციისა, ღონისძიებაში პოლიცია არ მონაწილეობდა. მოწმის თქმით, პოლიცია სპეცოპერაციის ბოლოს მოდიოდა. უშუალოდ კორტებთან მომხდარი სპეცოპერაციის დროს კი, იასონ მილაძის თქმით, პოლიცია სპეცრაზმს "ფეხებში ებლანდებოდა".

პროკურორების მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ იასონ მილაძემ აღნიშნა, რომ ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილიდან სროლის ხმა არ გაუგია სამართალდამცველების მიმართ. მოწმემ აღნიშნა, რომ მანქანიდან გასროლა რომ მომხდარიყო "90%-ით გაიგებდა, თუმცა სროლის ხმა ავტომობილიდან არ გაუგია".

იასონ მილაძე სპეცოპერაციის ხელმძღვანელი პირების წინააღმდეგ საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში არის ბრალდებული. მასთან ერთად ბრალდებულები არიან რიგითი სპეცრაზმელები, რომლებმაც დახურულ სასამართლო სხდომაზე რამდენიმე დღის წინ სპეცოპერაციის ხელმძღვანელი პირების მამხილებელი ჩვენება მისცეს. იასონ მილაძეს, როგორც სხვა რიგით სპეცრაზმელებს, განზრახ მკვლელობის ბრალდება აქვს წარდგენილი.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ