დასავლეთ საქართველოში კოღოსთან ბრძოლის ღონისძიებები დაიწყო

დასავლეთ საქართველოში კოღოსთან ბრძოლის ღონისძიებები დაიწყო

დასავლეთ საქართველოში კოღოსთან ბრძოლის ღონისძიებები დაიწყო. მას სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო, ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად ახორციელებს.

ღონისძიებების მიმდინარეობას დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზაზა დოლიძე, სამეგელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ფოთის მერი ირაკლი კაკულია და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია გაეცნენ.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თერმული ნისლითა და ბიოლოგიური პრეპარატით უკვე დაამუშავა 612 ჰა(ფოთი, ურეკი, შეკვეთილი, ქობულეთი, ბათუმი) ფართობი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სააგენტომ ბიოლოგიური პრეპარატით დაამუშავა წყალსატევები, დაჭაობებული ადგილები, სადაც მასიურად აღინიშნებოდა კოღოს მატლების გავრცელება, მათ შორის ბათუმში-16 ჰა, ფოთში - 40 ჰა.

ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოში პირველად გამოყენებულია ამერიკული წარმოების ბიოინსექტიციდი "ვეკტობაკი" რომელიც სპეციალურად შექმნილია კოღოს მატლების გასანადგურებლად წყლის ზედაპირზე და ეფექტურია 20-30 დღის განმავლობაში. პრეპარატი რეკომენდებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. უწყების ინფორმაციით, იგი აბსოლუტურად უსაფრთხოა ადამიანებისთვის, ცხოველებისთვის, თევზებისა და ფუტკრებისთვის.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია