"თბილისი 2015" საორგანიზაციო კომიტეტი თორნიკე ყიფიანის განცხადებას ეხმაურება

"თბილისი 2015" საორგანიზაციო კომიტეტი თორნიკე ყიფიანის განცხადებას ეხმაურება

"თბილისი 2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტი მომღერალ თორნიკე ყიფიანის განცხადებას ეხმაურება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის თავიდან ასაცილებლად განმარტავს, რომ საორგანიზაციო კომიტეტმა შარშანდელ „X Factor”-ის გამარჯვებულს გადასცა სიგელი „ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის“ გახსნის ცერემონიაზე მონაწილეობის უფლებით. შეთავაზება არ ითვალისწინებდა არანაირ ფინანსურ ანაზღაურებას. სიგელი, რომელიც “X Factor”-ის გამარჯვებულს შარშან გადაეცა, გულისხმობს გახსნის ცერემონიალში მის ჩართულობას სოლო შემსრულებლის სტატუსით, ბენდის გარეშე.

წინამოსამზადებელ პერიოდში, თორნიკე ყოფიანს დაუკავშირდა „თბილისი 2015“-ის „გახსნა-დახურვის“ დეპარტამენტის წარმომადგენელი.

საორგანიზაციო დეტალების გავლისას, მომღერალმა მოითხოვა გახსნის ცერემონიალში მისი ბენდის ჩართულობა და ასევე ანაზღაურება ჯგუფისვის, რაც ეწინააღმდეგებოდა პირველად შეთანხმებას. გარდა ამისა, სცენარის დეტალები, რომელიც ევროპის ოლიმპიური კომიტეტის დადგენილებით გახსნის ცერემონიალამდე გასაიდუმლოებულია, გამორიცხავს ბენდის ინტეგრირებას ტექნიკური თვალსაზრისითაც.

ამ დროისთვის, მომღერალს არ განუცხადებია ოფიციალური უარი ღონისძიებაში მონაწილეობაზე.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, "იქს-ფაქტორის" 2014 წლის გამარჯვებულმა თორნიკე ყიფიანმა "ფეისბუქზე" პოსტგამოაქვეყნა, რომელშიც წერდა, რომ ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ცერემონიალზე ფონოგრამითა და ყოველგვარი დაფინანსების გარეშე გამოსვლას სთავაზობენ.

"თბილისი 2015" საორგანიზაციო კომიტეტი თორნიკე ყიფიანის განცხადებას ეხმაურება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია