"კალაძე ფულს აკეთებს" - რა კორუფციული სქემა წარმოადგინა ჯონდი ბაღათურიამ "რეზიუმეს" ეთერში

"კალაძე ფულს აკეთებს" - რა კორუფციული სქემა წარმოადგინა ჯონდი ბაღათურიამ "რეზიუმეს" ეთერში

"ენერგოპრო ჯორჯიას" შემდეგ "თელასი" - რეგიონების შემდეგ დენი თბილისშიც ძვირდება - აქვს თუ არა ენერგოკომპანიებს - ტარიფის გაძვირების მოთხოვნის საფუძველი, სწორია თუ არა ხელისუფლების გადაწყვეტილება მოსახლეობის დასახმარებლად სუბსიდირებაზე - ამ თემაზე "პალიტრა TV"-ს გადაცემა რეზიუმეს ეთერში ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, ეკონომისტებმა და ენერგეტიკის ექსპერტებმა ისაუბრეს. "ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ პირდაპირ ეთერში ე.წ "კორუფციული რვაფეხის" სქემა წარმოადგინა, რომლის მიხედვით მისი თქმით ენერგეტიკის მინისტრი კალაძე "ფულს აკეთებს".

"ტარიფის ზრდის არანაირი სამართლებრისი საკითხი არ არსებობს. საქმე იმაშია, რომ ენერგეტიკის მინისტრს აქვს პირადი, კომერციული ინტერესები ენერგეტიკაში. რასაც კალაძე აკეთებს არის კლასიკური მაგალითი ორგანიზებული დანაშაულის. ჯერ კიდევ სააკაშვილის დროს, როცა ბიზნესს ართმევდნენ მესაკუთრეებს, კალაძეს საკუთრებაში გადაეცა კაპიკებში 18 ჰიდროელექტრო და 3 თბოელექტრო სადგური.

მე მესმის რომ ბიზნესმენი ყოველთვის დაინტერესებულია ძვირად გაიყიდოს მისი პროდუქცია. მაგრამ ენერგეტიკის მინისტრი ღიად და თავხედურად ლობირებს ტარიფების ზრდა"... - განაცხადა ბაღათურიამ.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."